როგორ ხედავენ ახალგაზრდები სამხრეთ კავკასიაში საკუთარ თავს და რეგიონის მეზობლებს? ვიდეო
ახალგაზრდა ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები. ვიდეო
JAMnews-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალგაზრდების რამდენიმე „პორტრეტი“ აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. მათ გადაიღეს სამი ვიდეო – ბაქოს, ერევნისა და თბილისის ხუთმა ახალგაზრდამ უპასუხა ერთსა და იმავე კითხვებს, მათ შორის, როგორ წარმოუდგენიათ ერთმანეთთან მეზობლობა რეგიონში.
დაისვა შემდეგი ხუთი შეკითხვა:
- რა არის პატრიოტიზმი და რას ნიშნავს თქვენთვის „ტრადიციული ღირებულებები“?
- როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში?
- რუსეთი თუ ევროპა? რას ირჩევ და რატომ?
- რა იცით მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების შესახებ?
- სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყანაში თქვენს ნაცნობობასთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც, თქვენი აზრით, დამახასიათებელია ამ საზოგადოებისთვის.
საქართველო
გამოკითხვა მოამზადეს ნინო ნარიმანიშვილმა და ნინო მემანიშვილმა
აზერბაიჯანი
გამოკითხვა მოამზადეს ულვიია ალიმ და სევგი ისმაილბეილმა
სომხეთი
გამოკითხვა მოამზადეს გრიგორ ჰარუთუნიანმა და არმან კარაჯიანმა