ჰოლანდიაში გაიხსნა რესტორანი, სადაც სადილს 3-განზომილებიანი (3D) პრინტერით ამზადებენ. რესტორანში Food Ink 3D პრინტერისგან არის გაკეთებული მაგიდები და სკამებიც, ასევე სადილისთვის საჭირო სხვა მოწყობილობები.
საჭმლის მოსამზადებლად რესტორნის მზარეულები საკვები ინგრედიენტებისგან ერთიან თხევად ნარევს ამზადებენ და მას 3D პრინტერის კონტეინერში, ექსტრუდერში ათავსებენ. ის იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც კარტრიჯი ჩვეულებრივ პრინტერში. მელნის მსგავსად, საკვების რამდენიმე ფენა, რომელსაც ექსტრუდერი აწარმოებს, ერთმანეთს ემატება და მიიღება 3-განზომილებიანი, მყარი საკვები პროდუქტი.
3D სადილი 9 კერძისგან შედგება და დაახლოებით 300 დოლარი ღირს. რესტორნის მენიუში არის კერძები შემდეგი დასახელებით: “მფრინავი ხიზილალა”, “თევზი და ჩიფსი”, “კეისრის ცხოვრების ყვავილი”, “მისტიკური კრევეტები”, “სტეიკი ტარტრისი” (ხორცი, ტომატის საწებელი, ბოსტნეული), “სიყვარულის ნაკბენი” და “3D ბოსკანა”.
რესტორანმა მსოფლიოს გარშემო ტურნე დაიწყო. 25-დან 27 ივლისამდე Food Ink-ი ლონდონში მუშაობს, შემდეგ კი რომში, პარიზში, ამსტერდამში, ბერლინში, ბარსელონაში, სეულში, თელავივში, დუბაიში, ნიუ იორკში, ლას ვეგასში, ტორონტოში ტოკიოში, სინგაპურსა და სხვა ქალაქებში გაემგზავრება.