"სამოქლაქო აქტივიზმი არ არის პროფესია, ეს არის ნაბიჯის გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად". რაშან ზიადალიევი. აქტივისტი მარნეულიდან
რაშან ზიადალიევი. აქტივისტი მარნეულიდან
26 წლის რაშან ზიადალიევი უკვე რამდენიმე წელია ჩართულია სამოქალაქო საქმიანობაში. რაშანი მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაა, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
2020 წელს რაშანმა მეგობრებთან ერთად, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი დააფუძნა. ამ ცენტრის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რაშანისა და მისი მეგობრების აქტიურობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა გადაიჭრა.
რაშან ზიადალიევი. აქტივისტი მარნეულიდან
ვიდეო შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციისა დ ტრენინგების ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან და პირველ ევროპელთნ ერთად. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.