ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა: 4 ნოემბრის დილისთვის არსებული ვითარება ყარაბაღში
გაზიარება
გაზიარება
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში, სადაც არიან ან შეიძლება იყვნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები. ასევე, ერევანმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონსულტაციები დაიწყო, მათ მიერ სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
27 სექტემბრიდან მოყოლებული, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიურად იბრძვიან ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში. ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დროის განმავლობაში, სამჯერ გამოცხადდა ზავი – 10, 18 და 27 ოქტომბერს, მაგრამ სამივეჯერ ის მაშინვე დაირღვა. მხარეები ზავის დაუცველობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
2020 წლის 4 ნოემბრის დილისთვის არსებული ბოლო მოვლენების მიმოხილვა
ინფორმაცია ბაქოდან
• გასული ღამის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე გაგრძელდა.
• 4 ნოემბრის დილის 8 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის რაიონის სოფლებს, ჰუსეინლისა და გაზიანს ბომბავს, ასევე, აღჯაბადის რაიონის სოფლებს – ჰაჯილარს, ქარახანლისა და ბოიათს – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
• აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიემა უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საუბარი იყო „ყარაბაღის ხელისუფლების უფლებაზე, განახორციელოს საპასუხოდ დარტყმები“: „ასე, სომხური მხარე აზერბაიჯანში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის საფუძველს იქმნის“.
• „ბაქო მზად არის ომი შეაჩეროს. მაგრამ ამისათვის, მან (სომხეთის პრემიერ-მინისტრმა) უნდა განაცხადოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. თუმცა, ის ამისთვის მზად არ არის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.
ინფორმაცია ერევნიდან
• ღამით, ფრონტზე, დაძაბულობა შენარჩუნდა. შუაღამის შემდეგ, აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი უშედეგოდ ცდილობდა ქალაქ შუშაში შეღწევას, ასევე, მან დაბომბვისთვის გამოიყენა „სმერჩის“ რაკეტები, დაშავებულები არ არიან – ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო.
• ორი მშვიდობიანი მოსახლე დაზარალდა 3 ნოემბრის საღამოს, სტეპანაკერტის სარაკეტო დაბომბვის შედეგად.
• სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში, არცახის ხელისუფლებასა და თავდაცვის არმიას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და განახორციელოს კონტრშეტევა მოწინააღმდეგეზე“.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ვაგარშაკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ დაიწყო სომხურ-რუსული კონსულტაციები სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე. „რუსული არმია იმყოფება ერასხიში, ლაჩინის დერეფნიდან არც თუ ისე შორს“, – განაცხადა მან.
რეგიონის რუკა, სადაც ყარაბაღის კონფლიქტი მიმდინარეობს