ოპოზიციის ნაწილი თბილისის ორი ოლქში – დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდა. დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს ოლქში კი “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი.
თბილისის ექვს ოლქში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.
საქართველოში არსებული 30 საარჩევნო ოლქიდან 8 თბილისზე მოდის.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.