30 წლის მალვინა კოტუა გალის რაიონის სოფელ საბერიოდანაა. 13 წლის იყო, როდესაც ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად, ნათესავებთან. მისი მშობლები კი აფხაზეთში, ენგურს მიღმა დარჩნენ.
“მამაჩემი შეყვარებულია თავის სოფელზე, აფხაზეთზე, ვერ წარმომიდგენია უაფხაზეთოდ. უფეხო, ან უხელო იქნება. არასოდეს წამოვა იქიდან”, – ამბობს მალვინა, რომლის ყოველი დღე მშობლებზე დარდით იწყება.
ამ ვიდეოში მალვინა ჰყვება, როგორია ცხოვრება, როდესაც მშობლები ენგურს მიღმა არიან