მიხეილ სააკაშვილის წერილი The Times-ს: დასავლეთი აიგნორებდა ჩემს გაფრთხილებებს პუტინზე
მიხეილ სააკაშვილის წერილი The Times-ს
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი The Times-ისთვის მიწერილ წერილში აცხადებს, რომ დასავლეთი აიგნორებდა მის გაფრთხილებებს პუტინზე.
“პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ.
ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე.
2004 წელს, კრემლში შეხვედრის შემდეგ, ბერლინში გავემგზავრე, პუტინთან დაკავშირებით ჩემი შეშფოთების გამოსახატავად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივად შეხვდა ჩემს გაფრთხილებას, და არც ის იყო გასაკვირი, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან.” – წერს სააკაშვილი.
● კარა-მურზა სააკაშვილს: თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ საკუთარი ქვეყნისთვის
● ევროპარლამენტარები და ყოფილი პრეზიდენტები – ვინ აწერს ხელს სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს
● ნავალნის წერილი სააკაშვილზე და ბოდიში აგვისტოს ომის გამო
გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე და ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან გაატარა ყოვლისმომცველი რეფორმები კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.
გამოცემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება აღწერა, როგორც “მორალური არჩევანი”, რომელიც მიზნად საქართველოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.
წერილში სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ “საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელმაც პარტია ქართული ოცნება დააფუძნა.”