კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი. უარესდება ვითარება თბილისში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი.
როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა, ამჟამად ყველაზე საშიში მდგომარეობაა თბილისში, სადაც ბოლო 24 საათში 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
• საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. რა სტრატეგია აქვს ქვეყანას
• ქომაგობა სტადიონის შესასვლელთან – გირჩის აქცია პანდემიის პირობებში
• აფხაზეთი: ახალი ანტირეკორდი და ფესტივალი პანდემიის შუაგულში
„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა… მაგრამ, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა, გვაქვს – 179 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, „ყველაზე უფრო მეტად საშიში ამჟამად თბილისია. რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები“.
ოფიციალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866
- მათ შორის გარდაცვლილი – 72
- კარანტინის რეჟიმში – 5971
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41