მეორე ტური დასრულდა - ზეიმობს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც
ზუსტად 20:00 საათზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა, კენჭისყრა შეწყდა.
მეორე ტურები ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის იყო – 39.5%
პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 51.92 პროცენტი იყო. ეს 1 815 776 ადამიანია.
ორი ეგზიტპოლი ჩატარდა – ერთი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით და მეორე – ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით.
“იმედის” ეგზიტპოლი:
“იმედის” ეგზიტპოლი კომპანია “გორბიმ” ჩაატარა ოთხ დიდ ქალაქში. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, ყველგან ლიდერობს “ქართული ოცნება”
თბილისი:
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42,8%.
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%;
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%;
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,8%;
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2 %
“მთავარი არხის” ეგზიტპოლი:
“მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
თბილისი:
ნიკა მელია – 51%
კახა კალაძე – 49%
ზუგდიდი:
ანზორ მელია – 53%
მამუკა წოწერია – 47%
ბათუმი:
გიორგი კირთაძე – 51%
არჩილ ჩიქოვანი – 49%
რუსთავი:
დავით კირკიტაძე – 53%
ნინო ლაცაბიძე – 47%
ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე – 53%
იოსებ ხახალეიშვილი – 47%