მესაათე ახალციხიდან – ჰაიკ ბალასანიანმა საათების შეკეთება 15 წლისამ, მამისგან ისწავლა. მისი წინაპრებიც მესაათეები იყვნენ. 50 წელია ამ საქმითაა დაკავებული და ახალციხის – ამ პატარა პროვინციული ქალაქის – თითქმის ყველა მცხოვრებს იცნობს.
გასულ, 2020 წელს ახალციხის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.