ცნობილი გახდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თანამდებობიდან გადაყენების დეტალები. არძინბა საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და არაპოპულარულ ჩინოვნიკად მიიჩნეოდა.
კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გადაყენებამდე, პირადი ბრძანებულების საფუძველზე, აუკრძალა არძინბას აფხაზეთის გარეთ გამგზავრება. თუმცა, ოფიციალური გადადგომის წინა დღეს, ინალ არძინბას მოსკოვში გაფრენის უფლება მაინც მიეცა.
წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“.
რა ახალ სამსახურზეა საუბარი, ინალ არძიმბას არაფერი დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ეს ეხება რუსეთის პირველ არხს, რომელზეც აპრილის დასაწყისში არძინბას დებიუტი ჰქონდა, როგორც ახალი სატელევიზიო პროექტის “გლობალური პოლიტიკის” წამყვანი.
თუმცა, JAMnews-ის წყარო სამთავრობო წრეებში ირწმუნება, რომ ინალ არძინბას მინისტრის პოსტი ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მისი გადადგომის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო