მარნეულის – ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქის, მოსახლეობა, რომლებიც, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ – ყოველ შემთხვევაში, ასე უპასუხა რესპონდენტთა უმეტესობამ JAMnews-ს. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ საქართველოში და, კერძოდ, მარნეულში, დღეს გაცილებით უსაფრთხოა ყოფნა, ვიდრე ევროპის ქალაქებში. თუმცა, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვა ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ „შესაძლოა, რაღაც მოხდეს“.