GEN Z პროტესტი. ვინ დგას "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციების წინა ხაზზე. ვიდეო
GEN Z პროტესტი საქართველოში
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამოსვლები საქართველოში უკვე თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ხელისუფლებისთვის ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ მიიღონ კანონი, რომელიც რუსულის ანალოგია და რომლის მიზანი თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის მუშაობის შეზღუდვაა.
გასული წლის მარტში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო.
შარშანაც და წელსაც პროტესტის ბირთვს ახალგაზრდები წარმოადგენენ – სტუდენტები და უფროსკლასელები. ამ ვიდეოში გიყვებით რას აპროტესტებს GEN Z თაობა და როგორ თვითორგანიზდებიან ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად.