ევროპული საქართველოდან წასულმა პოლიტიკოსებმა პარტია "ფედერალისტები" წარადგინეს
პარტია ფედერალისტები წარადგინეს
ევროპული საქართველოდან წასულმა პოლიტიკოსებმა 15 აგვისტოს ახალი პარტია – ფედერალისტები წარადგინეს. პარტიის დამფუძნებლებს შორის არიან გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
პარტიის წარდგენისას პოლიტიკოსებმა სახელი “ფედერალისტები” განმარტეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე და ძლიერ ადამიანებზე.
- ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერეს. პრეზიდენტის ინიციატივას “საქართველოსთვის” და “გირჩი” არ შეუერთდა
- “12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ” – ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
“ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და ეს არის, რაც მთავარია, ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
“ფედერალისტების” პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა სექტემბერში ჩატარდება. დაახლოებით ერთ თვეში კი პარტია ასევე გასცემს პასუხებს არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებზე.
“უბრალოდ, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თუ თქვენი ნდობა გვაქვს, მინდა, ეს ერთი თვეც გთხოვოთ ნდობა და დაგარწმუნოთ, რომ ვიმოქმედებთ პირველ რიგში თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ბუნებრივია, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს აუცილებლად რუსული რეჟიმის შეცვლას და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – მიმართა ჩერგოლეიშვილმა პარტიის მხარდამჭერებს.