ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს
540-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ევროპული საბჭოს ინიციატივას, რომლის მიხედვით ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ სამოგზაურო დოკუმენტებს არ აღიარებს.
ამრიგად, რუსული პასპორტები აღარ მიიჩნევა ვალიდურ დოკუმენტებად, რითაც შენგენის ზონაში ვიზის ან საზღვრის კვეთის სხვა საჭირო დოკუმენტების მიღებაა შესაძლებელი.
როგორც ევროდეპუტატები განმარტავენ, რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა. ასევე, ევროკავშირი გმობს საქართველოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
“ევროკავშირისა და EEA-ს (ევროპის ეკონომიკური ზონა) წევრებმა აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. წინადადების თანახმად, კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შედეგად უნდა შეადგინოს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სია, რომლებიც აღიარებული აღარ იქნება”. – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შევიდეს. შესაბამისად, ევროკომისიას უფლება ექნება ოკუპირებული ტერიტორიების სიაში დაამატოს ახალი რეგიონები ან ამოიღოს ისინი შესაბამისი დელეგირებული აქტებით.
● “ევროკავშირს სურდა კომფორტი, მაგრამ მიიღო დამოკიდებულება რუსეთზე” – ბორელი ევროპის შეცდომებზე
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
● კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
ევროპული საბჭო უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე 13 ოქტომბერს შეთანხმდა. საბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და ასევე, 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობაზე.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომელიც რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობისადმი გაიცა, კანონს გარეშეა.
რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ მასობრივად დაიწყო მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება. ეს პრაქტიკა რუსეთმა 2019 წლის აპრილიდან მათ მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებშიც გააგრძელა.
ევროპული საბჭოს განმარტებით, რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში ჩარევაა.
ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს