ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ საკუთარ სახლში ომის მუზეუმი მოაწყო. ვიდეობლოგი
გორში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა ლია ჩლაჩიძემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, „ომის მუზეუმი“ გახსნა.
მუზეუმში ის ნივთები და ფოტოებია თავმოყრილი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომის ამბებს ჰყვება. ომის ამბავს ჰყვება თავად სივრცეც – სარდაფი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიწვა.
ლია ჩლაჩიძე, რომელსაც ამ მუზეუმის გახსნაში არაერთი ადამიანი ეხმარებოდა, ამბობს, რომ ეს მუზეუმი არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, გაიაზრონ – რა მოაქვს ომს.
2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან – 365. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო. 20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა. საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.
- ომი მწარეა. ბავშვობაც ომით ვნახე და სიბერეც – 89 წლის ვენერა ედიშერაშვილი გორიდან. ვიდეო
- “ომზე მახსენდება მონო-ბარათი”. ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი
- აგვისტო 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები