ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, სავარაუდოდ, მარტში შემოვა
გაზიარება
გაზიარება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს შემოვა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიმდინარეობს მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით და ქვეყანა მზად იქნება ყველა სახის ვაქცინის მისაღებად.
ეკატერინე ტიკარაძე
“კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის, თუმცა ჩვენ ვმუაშობთ ყველა მიმართულებით, რომ ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ბაზარი, რომელიც ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, ძალიან ცვალებადია, ამიტომ მცდარი მოლოდინებისგან თავი უნდა შევიკავოთ და მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ.