2 თებერვალს, 16:00 საათზე “თბილისი მოლის” მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმებოდა. აქციის დაგეგმვის მეორე დღეს, 31 იანვარს, “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სპეციალური განკარგულება მიიღო. ამ დოკუმენტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა.
თბილისის გასასვლელში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით ათეულობით მოქალაქე დააკავა, მათ შორის პოლიტიკოსებიც. პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს და მოითხოვს, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება.
ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ხარება ფიზიკურად აქციის მონაწილეს:
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო. მაგისტრალზე მოძრაობა ამ დროისთვის გადაკეტილი არ იყო;
დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, გიორგი კირთაძე, ნიკა მელია და თენგო თევზაძე, ასევე – დიმა ბიძინაშვილი.
ფოტო: დავით ფიფია | ჯემნიუსი
თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიცია სცემს მოქალაქეებს:
თბილისი მოლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სოლიდარობის ნიშნად მძღოლი ასიგნალებდა, რა დროსაც პოლიცია მანქანას შემოეხვია. რამდენიმე მათგანი ურტყამდა ავტომობილს:
ჯგუფ “დაიტოვეს” მხარდამჭერ მანქანას თავს დაესხნენ ფორმიანები:
პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა რაღაც პერიოდის განმავლობაში “თბილისი მოლის” შენობაში გადაინაცვლა:
დააკვეს ილიაუნის სტუდნეტური მოძრაობის წევრი თამუნა თევზაძე. კადრებში ჩანს რომ გონება აქვს დაკარგული:
სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ომბუდსმენი “პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას”, “განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს” გმობს და “თითოეულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება” ექნება.
ამ განცხადებას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია პოლიციის მხრიდან TV პირველის ოპერატორის დაშავების შესახებ ცნობები, ასევე კადრები, რომლებშიც პოლიციელები ქალებს, მათ შორის, ქალ პოლიტიკოსებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
სახალხო დამცველი “მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში.”