პროცესის შემდეგ რაუფ მირკადიროვის დედამ, რაფიკა ისაევამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მისი თქმით,მირკადიროვს ძლიერი თავის ტკივილები აწუხებს.
როგორც ცნობილია, რაუფ მირკადიროვი 2014 წლის აპრილში, თურქეთში დააკავეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით, რომელიც სახელწიფოს ღალატს გულისხმობს. ბაქოს მძიმე დანაშაულებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა რაუფმა სააპელაციო სასამართლოში.