"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ". საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ყველა განცხადება ერთად
საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
ორი დღეა საქართველოში, თბილისის ცენტრში, ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
გუშინ ღამით აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბია სპეცრაზმმა. დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ.
- საქართველოს პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე არ გავხსნათ ევროკავშირთან მოლაპარაკებები
- პრეზიდენტი მიმართავს ხალხს, ელჩებს, ოპოზიციას: არ შეგუება, არ დანებება, ბოლომდე ბრძოლა
სპეცრაზმის განსაკუთრებული სამიზნე იყვნენ ჟურნალისტები. 29 ნოემბრის ღამეს აქციის დარბევისას, 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. მათგან ორს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს გურამ როგავას და ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია დასჭრიდათ. გურამ როგავას თავის არეში მძიმე ტრავმები, სახის ძვლების და კისრის მალის მოტეხილობა აქვს, ალექსანდრე ქეშელაშვილს კი ცხვირი ჰქონდა გატეხილი.
აქციის დარბევისას დაშავდა “ჯემნიუსის” უკრაინელი თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი იულია კალაბანიც.
დღეს მთელი დღეა არ წყდება განცხადებები დასავლეთიდან. ევროპარლამენტარები, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, წერენ, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით, გამოთქვამენ შეშფოთებას აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი წერს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ
“აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა”, – წერს ელჩი.
ამავე განცხადებაში დანიგანი ეხება აქციის დარბევას. იგი წერს, რომ გუშინ ღამით ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დროს დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ელჩი მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად:
მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“
აშშ-ს ჰელსინკის კომისია ასევე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:
“ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა, რათა თავიანთი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის პროტესტი გამოხატონ, საპასუხოდ კი ძალადობა და რეპრესიები დახვდათ. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – წერს ჰელსინკის კომისია X-ზე .
The Georgian people have taken to the streets to peacefully protest for their sovereignty, democracy, and European future, only to be met with violence and repression. They refuse to become a Russian colony.
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) November 29, 2024
Stand with the Georgian people! 🇬🇪🇺🇸
“ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ საქართველოს ოფიციალური პირებს, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, პიროვნული სანქციები სწრაფად უნდა დაუწესოს. ეს დაყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, როგორც ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციაში არის მოთხოვნილი“, – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე.
.@EU_Commission & @EUCouncil must swiftly impose personal sanctions on Georgian officials responsible for democratic backsliding, incl. Kobakhidze, Kaladze, Papuashvili, Garibashvili & Ivanishvili.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) November 29, 2024
It must be done without delay, as demanded in yesterday’s @Europarl_EN resolution pic.twitter.com/qF7UXgiwET
“ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას, ჩვენ ევროპარლამენტში ხმა მივეცით არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას. მოქალაქეები მშვიდობიანად გავიდნენ ქუჩებში, მათ შორის, პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი], რომელიც გმობდა ძალადობას და ესაუბრებოდა პოლიციას. ის მათ მოუწოდებდა იყონ არა რუსეთის, არამედ საქართველოს ერთგულნი. თქვენ გმირები ხართ“, – წერს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა X-ზე.
Vládní Gruzínský sen pozastavil proces přistoupení k EU. Po volbách, které jsme tento týden v EP odhlasovali jako nelegitimní. Lidé vyšli pokojně do ulic – včetně prezidentky, která bránila násilí a mluvila s Policií. Zde apeluje na jejich věrnost Gruzii, ne Rusku. Jste hrdinové. pic.twitter.com/68G4dVyzRF
— Markétka Gregorová 🦄 (@MarketkaG) November 29, 2024
“ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ საქართველოს პოლიციამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ლეგიტიმურ დემოკრატიულ უფლებებს იყენებდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების უფლებებს პატივი სრულად უნდა სცეს“, – წერს X-ზე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი.
Deeply concerned by reports of excessive use of force by Georgian police against peaceful protesters exercising legitimate democratic rights.
— Stephen Doughty MP (@SDoughtyMP) November 29, 2024
Georgian authorities must take immediate steps to de-escalate situation & fully respect rights of peaceful protestors.@UKinGeorgia
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს:
„საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას და ყოველთვის დაუჭერს კიდეც. ჩემი სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას პატივი უნდა სცეს [ხელისუფლებამ]“, – წერს იგი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ მმართველ პარტიას სურს, საქართველო ევროკავშირის ნაცვლად რუსეთისკენ წაიყვანოს.
„საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რის შესახებაც ვაფრთხილებდით მათი მმართველობისას – “ოცნების” მიზანია, ტყუილით და დაშინებით მოიპოვოს ქვეყნის კონტროლი და ევროკავშირის ნაცვლად, საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს. გუშინდელი გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ფორმალური დასრულება იყო.
ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ მოატყუა ქართველი ხალხი, მათ შორის მათივე მხარდამჭერები, რომლებსაც სჯეროდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ოცნების პირობებში ქვეყანა ევროკავშირისკენ წავიდოდა“, – აცხადებს იგი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე:
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს პროევროპულ მისწრაფებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
The MFA is disappointed with the decision of Georgia’s authorities to suspend talks with the 🇪🇺 on opening accession negotiations.
— Ministry of Foreign Affairs 🇵🇱 (@PolandMFA) November 29, 2024
🇵🇱 remains committed to supporting 🇬🇪 society’s pro-European aspirations and calls on 🇬🇪 authorities to avoid violence against peaceful protests.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი წერს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ:
„კვლავაც ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვგმობ ნებისმიერ ძალდაობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს . განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპელი ლიბერალები სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და გმობენ ძალადობრივ აქტებს.
“საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან”. – ამბობს ALDE-ს პრეზიდენტი, სვენია ჰანი.