ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში სასწავლო წელი, უკვე ზედიზედ 12 წელია, მხოლოდ 4 სექტემბერს იწყება.
2004 წელს აქ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დრამა მოხდა. მაშინ ტერორისტების ჯგუფმა სკოლის შენობა დაიპყრო 1 სექტემბერს, ზუსტად საზეიმო ხაზის დროს, რომელშიც ამა თუ იმ სტატუსით 1128 ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ თითქმის ყველა მათგანი საკვებისა და წყლის გარეშე სამი დღის განმავლობაში სკოლაში იყო გამოკეტილი, რის შემდეგაც რუსულმა სპეც სამსახურებმა შტურმი დაიწყეს.
შედეგად დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის – 186 ბავშვი. 783 ადამიანი დაიჭრა.
შემოდგომის პირველ სამ დღეს ბესლანში ტარდება სამგლოვიარო ღონისძიებები, რომლებიც ტერაქტს ეძღვნება, და მათში მთელი ოსეთი მონაწილეობს. დანგრეულ №1 სკოლასთან ადამიანებს ყვავილები, საბავშვო სათამაშოები და წყლიანი ბოთლები მიაქვთ, იმ წამების გასახსენებლად, რის გადატანაც მძევლებს მოუხდათ.
ყოველწლიურად ჩრდილოეთ ოსეთში დგება საკითხი, რომ სასწავლო წლის დასაწყისი მთელ რესპუბლიკაში ოფიციალურ დონეზე სხვა დღეს გადაიტანონ. სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფმა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ თხოვნით არაერთხელ მიმართა. თხოვნას რეგულარულად უჭერდნენ მხარს ტერაქტის დროს დაზარალებულებიც.
მიუხედავად ამისა, ჩრდილო ოსეთის ყველა დანარჩენ ნაწილში 1 სექტემბერს ძველებურად საზეიმო ხაზები იმართება.