ბელარუსი ოპოზიციონერი კიევში ჩამოხრჩობილი იპოვეს
ბელარუსი ოპოზიციონერი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ბელარუსული სახლი უკრაინაში“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი, რომელიც 2 აგვისტოს დილით დაიკარგა, კიევის პარკში ჩამოხრჩობილი იპოვეს.
როგორც უკრაინული ტელეკომპანია „გრომადსკოე“ წერს, ბელარუსის ცხედარი მის სახლთან ნახეს.
- “მეკობრეობა” ცაში და ევროპის პასუხი – ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეჩერდება
- ბელარუსში ოპოზიციონერის დასაპატიმრებლად საერთაშორისო რეისი მინსკში დასვეს
- ბელარუსში გამოცემა TUT.by- ს ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები დააკავეს
შიშოვი შინიდან სარბენად გავიდა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მისი ტელეფონი და პირადი ნივთები. პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
შიშოვის კოლეგები ჰყვებიან, რომ არაერთხელ შეუმჩნევიათ დევნა მასსა და მის მეგობარ გოგოზე – მათ შორის, სახლთან მდგარი ავტომობილებიდან. ასევე, მასთან მიდიოდნენ ადამიანები და უკრაინასა და ბელარუსში მათი საქმიანობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.
„ბელარუსული სახლი უკრაინაში“ – საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ბელარუსებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ყველა დაზარალებულს, ვინც უკრაინაში გაიქცა.
ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართული მრავალრიცხოვანი აქციები იქცა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიების მიზეზად.