ბაქოში მერტო დაკეტეს და მძღოლების დაჯარიმება დაიწყეს
შედეგი -გადავსებული ავტობუსები და მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილება
ოფიციალური მონაცემებით, 1 აპრილის საღამოსთვის აზერბაიჯანში Covid-19-ით დაინფიცირების 359 შემთხვევაა. ხუთი დაინფიცირებული გარდაიცვალა, ოცდა ექვსი – გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში შემოღებულია გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი
საკარანტინო რეჟიმის პირველ დღეებში ბაქოს მეტრო შემცირებული გრაფიკით მუშაობდა: რამდენიმე საათს დილით და საღამოს. მაგრამ ეს მხოლოდ უარესი აღმოჩნდა – გადავსებული ვაგონები და სადგურების წინ ხალხის უზარმაზარი მასა.
რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელებში აღშფოთება არ ცხრებოდა, 31 მარტის საღამოს კი მეტრო საბოლოოდ დაკეტეს. მოქალაქეებს ავტობუსით მგზავრობა, ან აუცილებლობის გარეშე, სახლიდან საერთოდ არგასვლა უბრძანეს. ჩვეულებრივი ავტობუსების გარდა, გაჩნდა ასევე საგანგებო ექსპერსები, რომლებიც მეტროპილტენის მარშრუტით კურსირებდნენ. თუმცა, პრობლემა უფრო მეტად გაღრმავდა – ახლა ავტობუსებში ჩასხდომას ისინიც ცდილობენ, ვინც წინათ მეტროთი მგზავრობდა.
მიუხედაავდ იმისა, რომ კარანტინის გამო, საწარმოებისა და ორგანიზაციების უმრავლესობამ საქმიანობა შეაჩერა, მაინც რჩება უამრავი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად სამსახურებში უნდა მივიდნენ. საკუთარი პერსონალის ტრანსპორტით უზრუნვლყოფის ორგანიზებაზე კი ყველა დამსაქმებელს სულაც არ უზრუნია.
რაც შეეხებათ მძღოლებს, საგზაო პოლიციამ მათი „გამოჭერა“ ჯერ კიდევ 29 მარტს დაიწყო. გასული დღე-ღამის განმავლობაში 382 ავტომობილი გააჩერეს, – გადმოსცემს Contact.
სამი მძღოლი დააჯარიმეს, დანარჩენებს გაფრთხილება მისცეს. როგორც ჩანს, ეს საგზაო პოლიციის მთავარი სამართველოს უშუალო ინიციატივით ხდება, რადგან მინისტრთა კაბინეტის უკანასკნელ დადგენილებაში კარანტინის წესების ჩამონათვალში კერძო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა ნახსენები არ არის.