ბაქო რამდენიმე დღეა ფეხბურთით დაავადდა - ფოტორეპორტაჟი
ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყო. ტურნირის ოთხი მატჩი ბაქოში გაიმართება. კავკასიის ისტორიაში პირველად, ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მატჩებს მასპინძლობს. ქალაქი რამდენიმე დღეა ფეხბურთით დაავადდა – ყველგან კონტინენტის პირველობის ატრიბუტიკა და ტურისტებია.
- პანდემიამ აზერბაიჯანელი სპორტსმენები ტაქსის მძღოლებად და ფოსტალიონებად აქცია
- რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიას? JAMnews-ის და კოკა-კოლას ტესტი
- ფეხბურთელები – პირველი “უსახლკაროები” ყარაბაღის ახალ ომში
აზერბაიჯანის დედაქალაქში ოთხი მატჩი გაიმართება – სამი ჯგუფური სტადიის და ერთიც – მეოთხედფინალი.
მოვლენის გრანდიოზულობის მიუხედავად, ბაქო სათანადოდ ვერ მოემზადა ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაშების მისაღებად.
ამ დრომდე, ქალაქის ცენტრალური ქუჩები სასეირნო ნაწილისგან ტიხრებით არის გამოყოფილი.
„ეს ტიხრები „აზერბაიჯანის გრანპრის“ ტრასას „იცავდა“, რომელიც „ფორმულა“-ის – „სამეფო თამაშებში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა. რბოლები გასულ კვირას გაიმართა, მაგრამ ორგანიზატორებმა ბაქოს ცენტრის დალაგება ბოლომდე ვერ მოახერხეს.
მთელ ქალაქში, ქუჩებში, ევრო-2020-ის აფიშებია ჩამოკიდებული. დიახ, მართალია ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს იმართება, მას მაინც ასე ეწოდება იმიტომ, რომ გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ბაქოს ოლიმპიური სტადიონი, სადაც ოთხივე მატჩი გაიმართება, დაახლოებით, 70 ათას მაყურებელს იტევს, მაგრამ უეფამ ტრიბუნების მხოლოდ 50 პროცენტით შევსების ნებართვა გასცა. ამრიგად, ბაქოში, თითოეულ მატჩზე დასწრება, მაქსიმუმ, 35 ათას მაყურებელს შეუძლია. მაგრამ პირველ მატჩზე, რომელიც შვეიცარიასა და უელსს შორის გაიმართება, ამ კვოტის მხოლოდ ნახევარი გაიყიდა. არცთუ ისე მცირე როლი ითამაშა ამაში ბილეთების ფასმა. ის 60-დან 250 მანათამდე ღირს (35.3-დან 140 აშშ დოლარამდე).
JAMnews-ის ფოტოკორესპონდენტმა ბაქოს ქუჩებში გაისეირნა პირველი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.









