სალიანის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ტაირ ქერიმოვი უცებ საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება გახდა და აზერბაიჯანელი კეისრის სახელიც მოიხვეჭა.
ეს ფოტო აღმასრულებელი ხელისუფლების ვებგვერდიდანაა აღებული. ხელისუფლების წარმომადგენლის ვარდებით მოფენილ გზაზე მსვლელობას სოციალურ ქსელებში დაცინვისა და აღშფოთების ტალღა მოჰყვა.
‘ეს არის ფილმ ‘სოდომის 120 დღე’-ს აზერბაიჯანული ვერსია’ ‘კიდევ კარგი, პრეზიდენტი არ არის, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა.’ ‘ღმერთო მომკალი, რომ ამას არ ვხედავდე!’ ‘გაზიარება მინდოდა, მაგრამ ჩემი უცხოელი მეგობრების მრცხვენია.’ ზოგი ფოტოს სერიოზულად მიუდგა: ‘ვერაფერს ვხედავ გასაოცარს. თითქოს არ იცოდეთ, რომ ასე იქცევიან ‘ძლიერნი ამა ქვეყნისა’.’ თავად ქერიმოვმა კი lent.az-ს განუცხადა, რომ ეს ‘კომპოზიცია’ 2014 წლის მაისში განათლების განყოფილებამ შექმნა და ამ მასალით სპეკულირება არ ღირს.