აღდგენილი სოხუმის აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაიხსნება
სოხუმის აეროპორტი
სოხუმის რეკონსტრუირებული აეროპორტი არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა გაიხსნება. თუმცა, რუსი ინვესტორის ვინაობა, რომელიც მზად არის რეკონსტრუქციაში 8 მილიარდი რუბლის [დაახლოებით 84 მილიონი აშშ დოლარის] ინვესტიცია განახორციელოს, ჯერჯერობით უცნობია.
დაგეგმილია, რომ აეროპორტში ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისში დაიწყება და დეკემბრისთვის ის სრულად ამოქმედდება. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ერთადერთი ფორსმაჟორული გარემოება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას, არის „საომარი მოქმედებების მასშტაბი სხვადასხვა ქვეყნებში“.
ინვესტორთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თუმცა ბჟანია პირობას დებს, რომ მის სახელს მოგვიანებით დაასახელებს.
ხელშეკრულების თანახმად, აეროდრომის სტრუქტურა რჩება სახელმწიფო საკუთრებაში ის და ინვესტორს გადაეცემა მხოლოდ გასაქირავებლად.
- უაზრო რეკონსტრუქცია თუ ტურიზმის სტიმული? მოსაზრება აფხაზეთის აეროპორტის შესახებ
- რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტს თავისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით აღადგენს
ვლადისლავ არძინბას სახელობის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტი აფხაზეთში 30 წელია აღარ ფუნქციონირებს. რუს ტურისტებს დღეს აფხაზეთში მხოლოდ სოჭის გავლით შეუძლიათ შემოსვლა.
ვინაიდან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IKAO) არ გასცემს ლიცენზიას აფხაზეთზე (რადგან მას საქართველოს ნაწილად განხილავს), სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი არ ექნება – აქ ფრენას მხოლოდ რუსეთიდან შეძლებენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო