აფხაზეთში ლეგენდარული, 200 წლოვანი ცაცხვის ხე ვანდალებმა დააზიანეს
აფხაზეთში 200 წლოვანი ცაცხვი დაზიანდა
უცნობმა ვანდალებმა აფხაზეთში ლეგენდარული, 200 წლოვანი ცაცხვის ხე ხერხით დააზიანეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ხის აღდგენა ვეღარ მოხერხდება.
ეს ცაცხვი სოფელ ლიხნის ისტორიული გალავნის სულიერ სიმბოლოდ ითვლებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში, მათ შორის საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, ამ ადგილას იმართებოდა შეკრებები, რომლებზეც ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა. აფხაზებისთვის ლიხნაშტა (ლიხნის ჭალა) წმინდა ადგილად ითვლება.
ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის თქმით, ხე დიდი ალბათობით ვერ გადარჩება:
„ახლა გაზაფხულის წვიმებია და, თუ ვიმსჯელებთ დაზიანების სიღრმით, ცაცხვის გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა“.
ამავე აზრზეა ცნობილი აფხაზი ბოტანიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბებია. მისი თქმით, ხელისუფლებას ხის მოჭრა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ერთ წელიწადში გახმება. თუ ცაცხვს სწრაფად მოჭრიან, მაშინ არსებობს ალბათობა, რომ ის კვლავ აიყრის ახალ ყლორტებს.
ექსპერტების დასკვნების მიუხედავად, საზოგადოება ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაარჩინონ ცაცხვი ნებისმიერ ფასად.
- აფხაზეთის მაიმუნების საშენი 95 წლისაა. მითები და სინამდვილე ამ ლეგენდარულ ადგილზე
- მაინინგი აფხაზეთში: “გავაგრძელებ, სანამ მოწყობილობას არ წამართმევენ”
ვანდალიზმს გამოეხმაურა ხელისუფლება და ოპოზიციაც.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა მიიღოს ყველა საჭირო ზომა დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად.
ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა მომხდარს “ბარბაროსულ ტერორისტულ აქტად” განიხილავს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო