როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress იუწყება, 16 ოქტომბერს აფხაზეთის ტერიტორიაზე განეიტრალდა ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხედრო ობიექტებს იღებდა. ამ ფონზე და 26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქართული მხარისთვის ე.წ. საზღვარი ერთი კვირით დაკეტოს.
დრონის მფლობელი ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა აღმოჩნდა. ქაცარავამ სოციალურ ქსელში საკუთარ განაცხადა, რომ დრონი მას ეკუთვნოდა და წინა მოწყობილობის დაკარგვის გამო ახალი მოწყობილობის შესაძენად თანხის შეგროვება გადაწყვიტა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტს უწოდა “პირდაპირი პროვოკაცია”, რომელიც მიმართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციისკენ.
„მიუხედავად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის რეგულარული განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ მათ სურთ აფხაზეთის რესპუბლიკასთან არსებული ყველა წინააღმდეგობა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრაქტიკულად, საქართველო აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო