სკანდალი აფხზეთში ახალ ათონში დანგრეული კედლის გამო
ახალი ათონის მონასტერში ქვის საკურთხევლის დანგრევა არამართლზომიერი მოვლენაა და ყველა ვინც ამაზე პასუხისმგებელია, დაისჯება. ასეთი განცხდებით გამოვიდა აფხაზეთის კულტურის სამინისტრო.
ახალი ათონის მონასტრისკედელი, რომელიც უძველესი ქრისტიანული სიმბოლიკით აღბეჭდილი ქვებისგან შედგებოდა, 2016 წელს დაიშალა, თუმცა კულტურის სამინისტრომ მხოლოდ ახლა მოახდინა რეაგირება – მას შემდეგ, რაც ამ ამბავს ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა.
კედელი დაშალეს ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის “ანაკოპიას” თანამშრომლებმა. კულტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ ნაკრძალის დირექტორმა ალხას არგუნმა 2016 წლის ოქტომბერში წერილობით მიმართ უწყებას – “აფხაზური სამეფოს მუზეუმის“ საექსპოზიციო სივრცის გაფართოების თაობაზე, რისთვისაც საჭირო იყო თეოდორეს ტაძრის საკუტრთხევლის ნაწილში არსებული ქრისტიანული სიმბოლიკის მქონე ზოგიერთი დეტალის მოშლა.
კულტურის სამინისტრომ ამაზე უპასუხა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სერიოზული მსჯელობის შემდეგ შეიძლება, რასაც დრო სჭირდება. გარდა ამისა “აფხაზური სამეფოს მუზეუმს” ჯერ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.
კულტურის სამინისტრომ შესთავაზა ალხაზ არგუნს უფრო დაწვრილებითი დასაბუთება მოემზადებინა და მომდევნო სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დროს წარმოედგინა. თუმცა, ამგვარი პროექტი სამინისტროში აღარ შესულა.
დემონტაჟი მანამდე მოიწონა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ , თუმცა ეს არ წარმოადგენდა ნებართვას ხსენებული სამუშაობის ჩასატარებლად.
“ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, რესტავრაციასთან, კონსერვაციასთან, სარემონტო-აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა პროექტი კულტურის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-მეთოდიკურ საბჭოს სხდომას უნდა დაედასტურებინა.