აფხაზეთში პირველი პრეზიდენტის სამახსოვროდ ბანკნოტი გამოუშვეს
აფხაზეთში პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სამახსოვროდ გამოსცეს ბანკნოტი ნომინალით 500 აფსარა (დაახლოებით $75). ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ბანკნოტი აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავს ეძღვნება“.
კუპიურის გადახდის საშუალებად გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ფულად ბრუნვაში ის მაინც იქნება და აფხაზეთის ბანკებში უკვე შევიდა. აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ თქვა, რომ ეს ბანკნოტი შეიძლება დაბადების დღის ან ქორწილის კარგ საჩუქრად იქცეს. მაგრამ შესაძლებელია კუპიურის რუბლებში გადაცვლაც.
თუმცა, ზოგიერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მზად არიან აფხაზური კუპიურა გადახდის საშუალების სახით მიიღონ. კერძოდ, ეს არის ფაზილ ისკანდერის სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი.
კუპიურა 10 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით არის გამოშვებული.