ომი უკრაინაში. ძირითადი მოვლენები. განახლებადი ინფორმაცია
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მიმართა პოლიტიკოსებს, რომლებიც ზოგჯერ “ომის წესებს” არღვევენ და “ექსპერტობენ”.
“მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებიც “უკანა ქალაქებში” ყოფნისას აკეთებენ “შეფასებებს” ოპერატიულ სიტუაციაზე. თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით, თითქოს მტერმა უპრობლემოდ აიღო ან ჩვენ ჩავაბარეთ ქალაქები – თქვენ შეურაცხყოფთ ჩვენს ჯარისკაცებს.“
ზალუჟნის თქმით, თავდაცვის ძალები გმირულად ეწინააღმდეგებიან მტერს, რომელსაც მსოფლიოში მეორე არმიას ეძახდნენ, მათ რუსები ყველა მიმართულებით გააჩერეს და ისეთი დანაკარგები მიაყენეს, „რაც მათ არასოდეს უნახავთ და ვერ წარმოედგინათ“.
მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შესახებ ყველა უკრაინელმა, მთელმა მსოფლიომ იცის.
“მოგმართავთ: ნუ დაამცირებთ ჩვენს დამცველებს თქვენი „ექსპერტიული შეფასებებით“. ახლა შენ არ ხარ თავდაცვის პირველ ხაზზე. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ჩვენ ვიცავთ უკრაინას. თქვენ ზრუნავთ მის განვითარებაზე და ხელს არ უნდა გვიშლიდეთ“, – განაცხადა მან.
-
მთავარი, რაც 18 მარტს მოხდა:
– ვლადიმირ პუტინმა ლუჟნიკის სტადიონზე ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგ-კონცერტზე ისაუბრა.
– აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა და გააფრთხილა ჩინეთის მეთაური, რუსეთის ომში ჩინეთის შესაძლო დახმარების უარყოფითი შედეგებზე.
– ერთ დღეში ცხრა ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ალყაშემორტყმული უკრაინის ქალაქებიდან, მათ შორის მარიუპოლიდან.
– მარიუპოლის დრამატული თეატრის ქვეშ მდებარე თავშესაფრიდან 130 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, კიდევ ასობით ადამიანი შესაძლოა აქამდეც ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი. მარიუპოლი დღეს თითქმის ხუთი ათასმა ლტოლვილმა დატოვა.
– აშშ-მ აკრძალა რუსეთთან დაკავშირებული 100-ზე მეტი თვითმფრინავისთვის მომსახურების გაწევა (მოვლა), მათ შორის რომან აბრამოვიჩის კერძო თვითმფრინავის.
-
უკრაინაში უკვე არსებობს ბანაკები რუსი სამხედრო ტყვეებისთვის
უკრაინაში უკვე არსებობს ბანაკები რუსი სამხედრო ტყვეებისთვის, განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ.
BBC-სთან საუბარში ვენედიქტოვა ასევე შეეხო უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს რუსეთის ოფიციალური პირების მიერ, მათ შორის ვლადიმერ პუტინის შესაძლო პასუხისმგებლობას.
-
პენტაგონის ბრიფინგი:
ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1080 რაკეტა გაისროლა, მაგრამ რუსული ჯარების წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
პენტაგონის განმარტებით, გასულ დღე-ღამეში მხარეების პოზიციებში სამხედრო თვალსაზრისით, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.
რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია ყველა მიმართულებით: ისინი რჩებიან კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ არ მიახლოებიან დედაქალაქს. (ისინი უკრაინის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგანან).
ისინი არ მიახლოებიან ხარკოვს. ჩერნიგოვი და მარიუპოლი კვლავ ალყაშია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას.
ნიკოლაევში რუსების ჯარებს უკრაინელების მძიმე წინააღმდეგობა შეხვდათ. მათ ქალაქში შესვლა ვერ მოახერხეს.
ზღვიდან ახალი მანევრებიც არ შეინიშნება.
ბრძოლა უკრაინის საჰაერო სივრცისთვის გრძელდება: რუსეთი მას ვერ აკონტროლებს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აგრძელებს რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლას..
პენტაგონის ცნობით, რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მობილიზებული 90% კვლავ რუსების განკარგულებაშია.
ომის დროს BBC ვერ ახერხებს ოპერატიულად დაადასტუროს ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან.
-
პოლონეთი იმუშავებს პოლონეთისა და ევროპის ეკონომიკის „დერუსიფიკაციაზე“ - პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელი.
პოლონეთი იმუშავებს პოლონეთისა და ევროპის ეკონომიკის „დერუსიფიკაციაზე“ – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავიეცკიმ.
“უნდოდათ “დენაციფიკაცია?” მიიღეს “დერუსიფიკაცია” – ამბობს მორავეცკი.
-
უკრაინის ეროვნული ბალეტის სოლისტი, არტემ დაციშინი, რომელიც 26 თებერვალს დაიჭრა, გარდაიცვალა.
უკრაინის ეროვნული ბალეტის სოლისტი არტემ დაციშინი გარდაიცვალა.
თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ტატიანა ბოროვიკმა დღეს განაცხადა, რომ დაციშინი 26 თებერვალს დაიჭრა კიევის ერთ-ერთი პირველი დაბომბვის შემდეგ.
ის 43 წლის იყო.
-
ევროკავშირის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელის, ხოსეპ ბორელის თქმით, ევროკავშირმა ამოწურა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბერკეტები.
მაგრამ ასევე, ჯერ კიდევ რთულია კვირის დასაწყისში მიღებული „შემზღუდავი ზომების მეოთხე პაკეტის“ მნიშვნელობის სრულად განსაზღვრა, რადაგნ ის ეხება არა მხოლოდ “ელიტას”, არამედ “ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც”
-
რუსული სამხედრო რაკეტის ნარჩენები ჩამოვარდა კიევის პოდოლსკის რაიონში.
18 მარტს, დილის რვა საათზე, რუსული სამხედრო რაკეტის ნარჩენები დაეცა კიევის პოდოლსკის რაიონში ( ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი). დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. დაინგრა რამდენიმე სახლი და სკოლა.
-
რუსული ჯავშანტექნიკის განადგურება
-
მხოლოდ ომის პირველი 11 დღის განმავლობაში ხარკოვში 450 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა
მხოლოდ ომის პირველი 11 დღის განმავლობაში ხარკოვში 450 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა
-
გერმანიის პოლიციამ უკრაინიდან 187 428 ლტოლვილი დაარეგისტრირა-გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათის მდგომარეობით, გერმანიის პოლიციამ უკრაინიდან 187 428 ლტოლვილი დაარეგისტრირა.
“თუმცა, ლტოლვილთა რეალური რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან, შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი იყოს პოლონეთსა და გერმანიას შორის სასაზღვრო კონტროლის არარსებობის გამო” – ამბობს გერმანიის შს მინისტრი.
გერმანიაში ჩასულ ლტოლვილთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
მთლიანობაში, რუსული აგრესიის დაწყებიდან, გაეროს მონაცემებით, უკრაინა 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
-
არესტოვიჩის ახალი მიმართვა ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ
“ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი.
ასევე, საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია ხუთი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და რამდენიმე საკრუიზო რაკეტა.” -
უმსხვილესი რუსული ბანკის, Alfa-Bank-ის დამფუძნებელმა მიხაილ ფრიდმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში, გააკრიტიკა დასავლეთი რუსი მილიარდერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
მისი თქმით, ევროკავშირს არ ესმის, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება რუსეთში.
თუ სანქციების მიზანია ის, რომ მილიარდერებმა ზეწოლა მოახდინონ პუტინზე, მაშინ ეს არარეალური გათვლაა. მილიარდერებს არანაირი გავლენა არ აქვთ პუტინზე, ამბობს ფრიდმანი.
ის ასევე ამბობს, რომ არ ელოდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ამაზე არ წავიდოდა.
ფრიდმანმა ასევე თქვა, რომ დაბლოკილი ანგარიშების გამო, სახლის დამლაგებელს ვერ უხდის ფულს.
-
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა
-
ნიკოლაივის რაიონში დამპყრობლები გაიქცნენ და საბრძოლო მასალით სავსე სატვირთო მანქანა მიატოვეს-უკრაინელი მესაზღვრეები
ნიკოლაივის რაიონში დამპყრობლები გაიქცნენ და საბრძოლო მასალით სავსე სატვირთო მანქანა მიატოვეს. ამის შესახებ უკრაინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს.
“ნიკოლაივის რეგიონში, ერთ-ერთი დასახლების დამპყრობლებისგან გაწმენდის დროს მტერი გაიქცა და დატოვა სატვირთო მანქანა, რომელიც მთლიანად სავსე იყო საბრძოლო მასალით და სხვადასხვა ტიპის იარაღით”, – ნათქვამია მოხსენებაში.
იარაღი და საბროლო მასალა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს გადაეცათ.
-
რუსუთის სახელმწიფო გიგანტი კომპანია “გაზპრომი” თანამშრომლებს აფრთხილებს რომ პუტინის ერთგულები უნდა იყვნენ
გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა თანამშრომლებს მიწერა საგანგებო წერილი, სადაც ყველას მოუწოდებს არ აყვნენ დესტრუქციულ ქმედებს და პუტინის და მისი კურსის ერთგულება შეინარჩუნონ.
ამის შესახებ მედუზას “გაზპრომ-მედიაში” მომუშავე ორმა წყარომ უთხრა.
წერილში ნათქვამია, რომ ის რაც ახლა ხდება, არის მორიგი მცდელობა დასავლეთის, რუსეთი გატეხოს, “მაგრამ ეს არ გამოუვა”.
“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთო საქმის ერთგული ვიყოთ. გადავარჩინოთ რუსეთი, როგორიც ვიცით და როგორიც გვიყვარს. რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო ძლიერი, დიდი ძალა“, – აცხადებს მილერი.
მილერმა თანამშრომლებს წერილში ისიც შეახსენა, რომ გაზპრომი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია რუსეთში და კომპანიაში დასაქმებულია თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი.
-
18 მარტს, მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართება პუტინის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერი აქციები.
აქციები ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს დაამთხვიეს.
“დღესასწაული” სამი მთავარი ლოზუნგით გაიმართება – “Za Мир” (მშვიდობისთვის), “Za Россию” (რუსეთისთვის) და “Za президента” (პრეზიდენტისთვის).
შეგახსენებთ, რომ “Z” არის უკრაინაში შესული რუსული არმიის სიმბოლო.
რუსული მედია წერს, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრებას მკაცრად სთხოვენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს. ღონისძიებაზე იმღერებენ რუსული ესტრადის მომღერლები, მათ შორის, ქართული ქარმოშობის მომღერალი გრეგორი ლეპსი.
კომერსანტის წერს, რომ მოსკოვის ღონისძიებაზე, სავარაუდფოდ პუტინიც გამოვა.
-
ბაიდენმა გუშინ პუტინს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა
BBC-ის მიმომხილველი ენტონი ზურკერი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ახალი ეტაპი აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობებში.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვები გაართულებს მომავალ კონტაქტებს ბაიდენის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის. ნებისმიერ დათმობას ან დიპლომატიურ შეთანხმებას ნებისმიერ საკითხზე მოჰყვება კითხვა: კი მაგრამ, კრიმინალთან საქმის დაჭერა შეიძლება?
მეორე მხრივ, ზურკერი მიიჩნევს, რომ ბაიდენმა უბრალოდ აღიარა და საკუთარი სახელი დაარქვა ახალი რეალობას – მსოფლიოს პოლიტიკური სტრუქტურა სამუდამოდ შეიცვალა და უკან დასაბრუნებელი გზა არ არის.
-
მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს, თავისუფალია
მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს, თავისუფალია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ამბობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფიოდოროვის გათავისუფლებისთვის სპეცოპერაცია ჩაატარეს. 11 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა გაიტაცეს.
-
Financial Times : უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებებში
უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს სავარაუდო 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში – რუსეთი თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს და რუსული ჯარები გაიყვანოს თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება შეზღუდოს ტავისი შეიარაღება, წერს Fინანციალ თიმეს მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირზე დაყრდნობით.
შემოთავაზებული შეთანხმება, რომელიც უკრაინელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა პირველად სრულად განიხილეს ორშაბათს, ითვალისწინებს, რომ
➖ კიევი ტოვებს ნატოში გაწევრიანების ამბიციებს
➖ დებს პირობას, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე. სანაცვლოდ, ის იღებს პიორობას, რომ მას დაიცავენ მოკავშირეები. ეს მოკავშირეები შეიძლება იყოს აშშ, დიდი ბრიტანეთი. თურქეთი და სხვები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში კი არის პროგრესი, მაგრამ ამავე დროს არის ეჭვი, რომ პუტინმა, შესაძლოა, დაარღვიოს ეს შეთანხმება. „მოსკოვს შეუძლია მოიგოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის და შეტევა განაახლოს“, წერს Financial Times .
ზელენსკის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, გამოცემა Financial Times-მა რუსული მხარის მოთხოვნების მონახაზი გამოაქვეყნა.
“მოკლედ. Financial Times გამოაქვეყნა მონახაზი, რომელიც წარმოადგენს რუსული მხარის მოთხოვნებს. მეტი არაფერს. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ეტაპზე ეს არის ცეცხლის შეწყვეტა; რუსული ჯარების გაყვანა და რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები”, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
-
ზელენსკის ახალი მიმართვა: ომისგან ყველაზე მეტად დონბასის ტერიტორიები დაზარალდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ერს სიტყვით მიმართა. აი რა თქვა მან:
უკრაინა მუშაობას იმაზე, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო პასუხი აგოს: “საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა იყოს და იგი იქნება. ისინი პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი უკრაინელ სამართალდამცავებთან ერთად უკვე აგროვებს რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს უკრაინის ტერიტორიაზე: „მე ვესაუბრე საერთაშორისო პროკურორს. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო კარიმ ხანი უკვე უკრაინაშია და უკვე დაიწყო მუშაობა“.
ყველაზე მეტად დაზარალდა დონბასის ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო რეგიონები, კიევის რეგიონი და სამხრეთ უკრაინა ანუ ის ტერიტორიები, სადაც რუსი პროპაგანდისტების თქმით “რუსეთთან განსაკუთრებით დაახლოებული ადამიანები ცხოვრობენ”.
მარიუპოლში რუსებმა რეგიონული საავადმყოფო დაიკავეს. “პაციენტები და ექიმები ტყვეობაში არიან. შიგნით მეზობელი სახლების მცხოვრებლები შერეკეს. 400-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს,” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 16 მარტს რვა წელი შესრულდა ყირიმის რეფერენდუმიდან, რომლის შემდეგაც რუსეთმა სრული კონტროლი მოიპოვა ნახევარკუნძულზე: „მაშინ მსოფლიოს ამის ნახევარი წინააღმდეგობა მაინც რომ გაეწია რუსეთისთვის… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვექნებოდა არც ეს შემოჭრა და არც რვაწლიანი ომი დონბასში. მთელი ეს ბოროტება ყირიმის ოკუპაციის შედეგად წარმოიშვა.”
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17.00) ის სიტყვით მიმართავს აშშ-ს კონგრესს.
-
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე,
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რამაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.
სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პირობებზე მხარეები ჯერ საჯაროდ არ საუბრობენ. თუმცა, აშკარაა, რომ ერთ-ერთი პირობა შესაძლოა იყოს უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე – ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა მრჩევლებმა სამხედრო ბლოკთან მიმართებით პოზიციის შეცვლაზე ღიად განაცხადეს. სანაცვლოდ, კიევი უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს
-
სამ კვირაში რუსეთმა უკრაინის ომში ოთხი გენერალ-მაიორი დაკარგა.
▪️გენერალ-მაიორი თუშაევი მაგომედი – ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, მოკლულია გოსტომელთან;
▪️გენერალ-მაიორი გერასიმოვი ვიტალი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის პირველი მოადგილე, მოკლეს ხარკოვთან;
▪️გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, დაიღუპა 11 მარტს;
▪️გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, მოკლეს 28 თებერვალს მარიუპოლთან;
-
ომის 21-ე დღე. ბოლო საათების მთავარი ამბები:
უკრაინის გენერალური შტაბი დილის ანგარიშში კვლავ წერს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.
გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა (განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა) უკრაინაში შეჭრისთვის კონცენტრირებული სამხრდრო ძალების 40 პროცენტი.
კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ოდესასთან ღამით და დილით აფეთქებები იყო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია უნდა დაფინანსდეს, მათ შორის, რუსეთისგან რეპარაციებით.
აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც პუტინს სამხედრო დამნაშავეს უწოდებს.
-
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დღეს დაწესებულ სანქციებზე.
მოსკოვის სანქციების სიაში მოხვდა პირადად ფსაკი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივნანი ენტონი ბლინკენი, ჰილარი კლინტონი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.
ფსაკი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის სანქციები დიდ პრობლემებს არ შექმნიან.
„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავდა ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში და ჩვენ არ გვაქვს ანგარიშები [რუსულ ბანკებში]“, – თქვა მან.
ამასთან, ფსაკიმ აღნიშნა, რომ რუს დიპლომატებს აშშ-ის პრეზიდენტის სახელის დაწერისას უზუსტობა გაეპარათ, სიტყვა „junior“ (უმცროსი) არ დაუმატეს.
„ასე რომ, შესაძლოა, სანქციების ქვეშ პრეზიდენტის მამა მოხვდეს, გაანათლოს ღმერთმა მისი სული“, – განაცხადა ფსაკიმ.
-
რუსეთში უკვე დაბლოკილია 20-მდე პოპულარული VPN სერვისი
რუსეთში უკვე დაბლოკილია 20-მდე პოპულარული VPN სერვისი და როსკომნადზორი აპირებს სხვებიც დაბლოკოს.
VPN (Virtual Private Network – ვირტუალური პერსონალური ქსელი) არის მომხმარებლის უსაფრთხო დაშიფრული კავშირი ქსელთან, რითიც მას შეუძლია გვერდი აუაროს ადგილობრივ შეზღუდვებს).
დღეს ბევრ დაბლოკილ საიტზე რუსეთის მოქალაქეები VPN-ის დახმარებით შედიან, თუმცა მალე ამის საშუალებაც აღარ ექნებათ.
-
ხარკოვი. რუსი სამხედროები ისვრიან მაშინაც კი, როდესაც დანგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია ხდება - UNIAN
-
ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსი ოფიციალური პირების, პროპაგანდისტებისა და ბიზნესის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსი ოფიციალური პირების, პროპაგანდისტებისა და ბიზნესის წინააღმდეგ.
გაერთიანებული სამეფოს სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ დმიტრი მედვედევი, მიხაილ მიშუსტინი, სერგეი შოიგუ, მარია ზახაროვა, ვლადიმერ სოლოვიოვი, ოლგა სკაბეევა, ანტონ კრასოვსკი, ზახარ პრილეპინი და სხვები.
მსხვილი რუსი ბიზნესმენებიდან სანქციების ქვეშ მოხვდნენ პეტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი.
ამ ადამიანებს ეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, ასევე გაყინულია მათი მთელი ქონება ბრიტანეთში.
-
პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში სარკინიგზო გზით მიემგზავრებიან.
პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში სარკინიგზო გზით მიემგზავრებიან. მათმა მატარებელმა უკვე გადაკვეთა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი, იუწყება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი.
„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის კრიმინალური აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან პეტრ ფიალასთან და სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან იანეს იანშასთან ერთად მივდივართ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელების მიმართ“, – დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, ვიზიტი ევროკავშირთან შეთანხმებით ხორციელდება, ინფორმირებულია ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.
-
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 97 ბავშვი დაიღუპა, ასზე მეტი ბავშვი დაშავდა
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 97 ბავშვი დაიღუპა, ასზე მეტი ბავშვი დაშავდა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის მონაცემებით.
რამდენიმე დღის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა იღუპება მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვის შედეგად, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
-
კიევი, პოდოლსკის რაიონი
ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი დღეს გამთენიისას მოხვდა. ხუთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს და ერთი ადამიანი გადაარჩინეს. მსხვერპლის სესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
-
ოვსიანიკოვას ვიდეომიმართვა, რომელიც მან ეთერში შესვლამდე ჩაწერა.
-
ქალი, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით რუსეთის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში გამოჩნდა, მარინა ოვსიანიკოვაა, “პირველი არხის” რედაქტორი.
ოვსიანიკოვა უკვე დაკავებულია. რუსი უფლებადამცველები და ადვოკატები ცდილობენ გაარკვიონ, სად გადაიყვანეს ქალი და რა მდგომარეობაშია ის ახლა, თუმცა გუშინ საღამოს შემდეგ მის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.
ეთერში გასვლამდე ოვსიანიკოვამ ჩაწერა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის რუსეთის “პირველ არხზე” მუშაობისა და პროპაგანდის კეთებისთვის.
ოვსიანიკოვას წინააღმდეგ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას გულისხმობს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
-
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში „ტექნიკური შესვენებაა“
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში „ტექნიკური შესვენებაა“ გარკვეული განმარტებების გასარკვევად, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
შესვენება გამოცხადებულია სამშაბათამდე. @bbc
-
ორსული ქალი, რომელიც მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შემდეგ გადაღებულ ამ ცნობილ ფოტოზეა ასახული, გარდაიცვალა
ამ ინფორმაციას “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ასია დოლინა ავრცელებს.
„მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს (სამშობიარო) დაბომბვის ადგილიდან პირველი ორსული გოგონა გარდაიცვალა. ის, რომელიც საკაცით იყო გადაყვანილი. ვერ გადარჩა, ვერც მისი შვილი”.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ, რომელმაც Aსსოსიატედ Pრესს-ისთვის მარიუპოლის სამშობიაროდან ფოტოები გადაიღო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაციის მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის დაბომბვას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი შეეწირა.
ფოტო:Evgeniy Maloletka/AP Photo/Scanpix/Leta
-
ღამის მთავარი მოვლენები
ღამის განმავლობაში იბომბებოდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქი. ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად დაზიანდა სატელევიზიო ანძა ქალაქ რივნესთან; ჟიტომირის რაიონის სოფელ სტავიშეში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს; ასევე ორი რაკეტა გაანეიტრალეს უკრაინელებმა კიევის თავზე. ერთ-ერთის ფრაგმენტები დაეცა საცხოვრებელ სახლს, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება, რომ ბოლო დღის განმავლობაში ოთხი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამერიკულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს. ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, სანდოა, რადგან აშს-ის ოფიციალური პირები კომენტარს აკეთებენ ამ თემაზე – შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ.
ავსტრალიამ დაუწესა რუს ოლიგარქებს და ჩინოვნიკებს პერსონალური სანქციები – 33 რუს ბიზნესმენს გაუყინეს აქტივები და მათ და მათი ოჯახის წევრებს აუკრძალეს ავსტრალიაში შესვლა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის საზღვართან სამხედრო აეროდრომზე რუსული ავიაიერიშის შემდეგ, კვლავ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.
რუსეთში, ორშაბათს ღამით, ინსტაგრამი მთლიანად დაბლოკეს.
დღეს, თბილისის დროით სავარაუდოდ 12.30-ზე, შედგება ვიდეოზარი რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი პუტინის და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.
-
რატომ მარიუპოლი?
-
-
დღეს გაიმართება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის ფორმატში
დღეს გაიმართება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ზელენსკის თქმით, “მთავარი ამოცანაა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს”.
-
ბოლო დღის განმავლობაში ჩამოაგდეს რუსების ოთხი თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი-უკრაინის გენერალური შტაბი
უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ ბოლო დღის განმავლობაში ჩამოაგდეს რუსების ოთხი თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ზოგად მდგომარეობას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, რომ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
-
ერთდროულად სამი გავლენიანი გაზეთი დაუსახელებელ ამერიკულ წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.
ერთდროულად სამი გავლენიანი გაზეთი Financial Times, New York Times და Washington Post დაუსახელებელ ამერიკულ წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.
წყარო არ ასახელებს, რა სახის დახმარებას ითხოვს რუსეთი და რა პასუხი გასცა ამ თხოვნას ჩინეთმა.
ამ ინფორმაციის კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უთხრა CNN-ს, რომ ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა პეკინი, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შემთხვევაში “შედეგები სერიოზული იქნება”.
„ჩვენ ვუთხარით პეკინს, რომ გვერდით არ დავდგებით და არცერთ სახელმწიფოს არ მივცემთ უფლებას აუნაზღაუროს რუსეთს ეკონომიკური სანქციებიდან მიღებული ზარალი“, – განაცხადა სალივანმა.
-
მაკდონალდსის მუშაობის ბოლო დღე მოსკოვში. დღეიდან ეს ქსელი კეტავს 800-ზე მეტ რესტორანს რუსეთის მასშტაბით.
-
-
11-12-13 მარტის Live ომი უკრაინაში
9-10-11 მარტის Live ომი უკრაინაში.
8 მარტის Live. ომი უკრაინაში მეცამეტე დღე
7 მარტის Live .ომი უკრაინაში. მეთორმეტე დღე.
6 მარტის Live ომი უკრაინაში მეთერთმეტე დღე.
5 მარტის Live. ომი უკრაინაში . მეათე დღე.
4 მარტის Live. ომი უკრაინაში დღე მეცხრე.
3 მარტის Live.ომი უკრაინაში. დღე მერვე.
2 მარტის Live.ომი უკრაინაში. დღე მეშვიდე.
1 მარტის Live. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეექვსე დღე.
28 თებერვლის Live .უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღე მეხუთე.
27 თებერვლის Live. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მეოთხე დღე
26 თებერვლის Live.რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მესამე დღე
-