უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღე მეხუთე. 28 თებერვალი.ძირითადი მოვლენები
-
ევროკავშირის რვა ქვეყანა: "დაუყოვნებლივ მიეცით უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი"
ევროკავშირის რვა ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მიმართვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებულად დაწყების მხარდასაჭერად.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ჩეხეთის ხელმძღვანელებმა.
„ამ კრიტიკულ მომენტში ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას უკრაინასა და მისი ხალხს “, – ნათქვამია მიმართვაში.
-
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ფედერაცია
“სანამ ეს შესაძლებელია” – სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ფედერაცია, სანამ ეს შესაძლებელია.
-
სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, მოთხოვნით, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას წევრობის საკითხიც დადგეს ევროკავშირის დღის წესრიგში.
დღეს საღამოდან სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, მოთხოვნით, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას წევრობის საკითხიც დადგეს ევროკავშირის დღის წესრიგში.
პეტიცია რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ამ წუთისთვის 26,000ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
https://www.change.org/p/address-of-the-georgian-people-to-the-european-union?recruiter=27820018&utm_source=share_petition&utm_medium=facebook&utm_campaign=psf_combo_share_initial&utm_term=psf_combo_share_initial&recruited_by_id=3e43fbc0-d894-012f-7059-4040ea65fa16&share_bandit_exp=initial-32523935-en-US&utm_content=fht-32523935-en-us:6
-
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება გავრცელდა.
ზურაბიშვილი: ჩვენ ყოველთვის ჩვენი პრინციპების ერთგული ვიყავით.
ჩვენგან არავინ არ ელოდება ისეთ ზომებს, რაც ქვეყანას ჩააყენება საფრთხის წინაშე, მაგრამ ყველა ელოდება სოლიდარობას.
იმ დროს როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ.
დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, ევროპელები მზად არიან რომ სხვანაირად განიხულონ უკრაინელების, საქართველოს და მოლდოვას მომავალი.
ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ – ბრიუსელში. რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ“
„მე მინდა, რომ ყველას ახსოვდეს (მე ამიტომ ვარ აქ), რომ საქართველო არის, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპამ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით უკრაინისა. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა დღეს, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“
-
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თავის ტვიტერზე ოთხ ენაზე - მათ შორის ქართულადაც მიმართავს საქართველოს პრემიერს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თავის ტვიტერზე ოთხ ენაზე – მათ შორის ქართულადაც მიმართავს საქართველოს პრემიერს.
მანამდე, მედიაში მოხალისეებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.
-
კიევის მერის კლიჩკოს მიმართვა კიეველებს
კიევის მერის კლიჩკოს მიმართვა კიეველებს:
დედაქალაქში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. დღეიდან კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 07:00 საათამდე ამოქმედდა;
ტრანსპორტი არ იმუშავებს 19:00 საათიდან 08:00 საათამდე;
მაღაზიები, აფთიაქები ღიაა 08:00 საათიდან 19:00 საათამდე;
კომენდანტის საათის დროს ფეხით სიარული კატეგორიულად აკრძალულია.
მანქანით მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამხედრო საშვით
ხვალიდან აკრძალულია ალკოჰოლის რეალიზაცია
სურსათზე, მედიკამენტებზე და პირველადი საქონელზე ფასების გაზრდა მაროდიორობად ჩაითვლება.
-
უეფამ გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა
ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა უკვე ოფიციალურად შეუჩერეს. ამასთანავე უეფამ გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა.
-
კიევის რამდენიმე უბანში მძლავრი აფეთქება იყო
კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, კადრებში მარცხენა სანაპიროა აღბეჭდილი. UNIAN წერს ისკანდერების შესაძლო გამოყენების შესახებ. დადასტურება სჭირდება ამ ინფორმაციას
current time -ის ჟურნალისტი ადასტურებს, რომ მძლავრი აფეთქებები იყო კიევის დასავლეთ ნაწილში, გოსტომელის, ირპენისა და ბუჩას მახლობლად. დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში წასვლას სთხოვენ. აფეთქებები მოსჩანს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან
-
რუსეთის მოქალაქეებს უცხოური ვალუტის ჩარიცხვა უცხოურ ბანკებში საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებზე ეკრძალებათ
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრძალავს რუსეთის მოქალაქეებს უცხოური ვალუტის ჩარიცხვას უცხოურ ბანკებში საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებზე. ეს ღონისძიება ეხება როგორც კომპანიებს, ასევე მოქალაქეებს, ამბობს The Bell-ის წყარო
-
უკრაინული დაზვერვის თანახმად, ოკუპანტები დაიწყებენ კომუნიკაციების, ინტერნეტისა და ტელევიზიის ბლოკირებას ფრონტისწინა ზონაში დეზინფორმაციის გასაშვებად
უკრაინული დაზვერვის თანახმად, ოკუპანტები დაიწყებენ კომუნიკაციების, ინტერნეტისა და ტელევიზიის ბლოკირებას ფრონტისწინა ზონაში დეზინფორმაციის გასაშვებად, იტყობინება გაერთიანებული ძალების შტაბი და შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა. hromadske
-
მოლაპარაკები დასრულდა
მოსკოვისა და კიევის დელეგაციებმა ბელორუსში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაასრულეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი განცხადება ბელორუსულმა საინფორმაციო სააგენტო BELთA-მ გაავრცელა.
მისი თქმით, მოლაპარაკების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტა.
„მხარეებმა გამოავლინეს პრიორიტეტული თემები, დასახეს გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ ეს გადაწვეტილებები განხორციელდეს, მხარეები კონსულტაციებზე მიემგზავრებიან თავიანთ დედაქალაქებში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, დელეგაციამ ასევე განიხილა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში.
რუსული დელეგაციის წევრი ლეონიდ სლუცკი: მთავარი შედეგი ის არის, რომ მოლაპარაკებები შედგა და მხარეებმა ერთმანეთი მოისმინეს.
უახლოეს დღეებში შეიძლება გარკვეული პროგრესის მიღწევა.
-
ევროკავშირმა შესაძლოა განიხილოს უკრაინის ბლოკში გაწევრიანების შესაძლებლობა
-
ეკონომიკურ სანქციებზე არანაკლებ მტკივნეული რუსეთისთვის სპორტული შეზღუდვებია.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საერთაშორისო სპორტული ცხოვრებიდან გაძევების უპრეცედენტო კამპანია დაიწყო.
რუსი სპორტული ჟურნალისტები მოვლენებს ორი ტერმინით აფასებენ: „კატასტროფა“ და „აპოკალიფსი“.
სპორტული სანქციები ისეთია, რომ მსოფლიო სპორტში რუსეთი, ფაქტობრივად, საერთოდ აღარ იქნება. რუსი სპორტსმენები, რომლებიც დიდ შრომას დებენ და ემზადებიან, შეჯიბრებების მიღმა დარჩებიან.
“მსგავსი შეზღუდვები მსოფლიოს არც ირანისთვის და არც ჩრდილოეთ კორეისთვის არ დაუწესებია.ფაქტობრივად, რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკები – დონეცკის, ლუგანსკის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსშია,” – წერს რუსული გამოცემა რეპაბლიკი და აღნიშნავს, რომ თუკი 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს ბევრმა სპორტსმენმა პუტინს ღიად დაუჭირა მხარი, ამჯერად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია – სპორტსმენები ან დუმან ან ან ომის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.|
შეგახსენებთ, რომ ფიფამ რუსეთში ყველა საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი გააუქმა. გუნდი სახელით “რუსეთის ნაკრები” აღარ იქნება. იქნება – “რუსეთის საფეხბურთო კავშირის ნაკრები”, რომელსაც არც დროშის და არც ჰიმნის გამოყენების უფლება არ აქვს.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ფედერაცია აპირებს რუსეთის ნაკრების საერთაშორისო შეჯიბრებიდან საერთოდ ამოღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ფეხბურთელები არც ყატარში არ წავლენ მუნდიალზე და, ზოგადად, კლუბებისა და ნაკრებების დონეზე ყველა ტურნირს გამოაკლდებიან.
ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის სხვა სახეობების პოზიციაც ანალოგიურია.
-
ვოლოდიმერ ზელენსკი თავის ტელეგრამში ვიდეოს აქვეყნებს
-
ხარკოვი: "რუსული სამშვიდობო ღონისძიების" შედეგების საშინელი სტატისტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ დღეს ხარკოვში დაბომბვის შედეგად
7 ადამიანი გარდაიცვალა, 44 – დაიჭრა
-
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყებიდან 3 საათი გავიდა. რა ვიცით ამ დროისთვის:
belta-ს ცნობით, მხარეებს ჰქონდათ შესვენება, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
შეხვედრა გრძელდება. დელეგაციები და გადამღები ჯგუფები ადგილზე რჩებიან და ელოდებიან.
უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განუცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო საკითხებს განიხილავს.
-
ხარკოვი იყო დღეს ყველაზე ცხელი წერტილი
-
რუსეთი ხურავს ცას გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის და 23 სხვა ქვეყნისთვის
რუსეთი ხურავს ცას გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის და 23 სხვა ქვეყნისთვის, განაცხადა როსაავიაციამ (საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ) тасс
-
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ითხოვს რუსული ჯარის გასვლას მთელი უკრაინიდან
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ითხოვს რუსული ჯარის გასვლას მთელი უკრაინიდან, მათ შორის დონბასიდან და ყირიმიდან , – აცხადებს პრეზიდენტის აპარატის უფროსი არესტოვიჩი.
-
ხარკოვის დაბომბვა არ წყდება
ხარკოვის დაბომბვა არ წყდება – მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. წერს უკრაინის საზოგადიებრივი არხი
-
შეერთებულმა შტატებმა მინსკში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
შეერთებულმა შტატებმა მინსკში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
-
პუტინი ატარებს თათბირს ეკონომიკის საკითზებზე.
შეხვედრა იმ სიტყვებით გახსნა: “ე.წ. დასავლური საზოგადოება“ არის სიცრუის იმპერია, რომელიც ცდილობს სანქციების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”
-
უკრაინელი სამხედროები ზმეინის კუნძულიდან ცოცხლები არინ და ტყვედ ჰყავთ აყვანილი. უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციაა. 24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს შავ ზღვაში მდებარე უკრაინული კუნძულ ზმეინიზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, თუ როგორ სთავაზობდა რუსული ხომალდი უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებას და მათ კი უპასუხეს "русский корабль, иди на ** ВВс
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციაა.
24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს შავ ზღვაში მდებარე უკრაინული კუნძულ ზმეინიზე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, თუ როგორ სთავაზობდა რუსული ხომალდი უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებას და მათ კი უპასუხეს “русский корабль, иди на ** ВВс
-
რუსული მედიის ვებგვერდები გატეხეს
გატეხეს რუსული მედიის ვებგვერდები, მათ შორის კომერსანტი, იზვესტია, TASS, Fontanka, Forbes და Takie dela
-
შეხვედრის პირველი კადრები და ფოტოები
შეხვედრა ბელასურის წარმომადგენელმა გახსნა.
მიესალმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს: “თქვენ შეგიძლიათ თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოთ. ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა!”
-
გომელის რაიონში შეხვედრა დაიწყო
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გომელის რეგიონში დაიწყო.
-
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო:
– კიევში აგრძელებენ დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებას/განადგურებას, ღამით ისევ იყო შეტაკებები;
– საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს შეზღუდვებით
– გაფრთხილება მარადიორებს – განეიტრალება მოხდება გაფრთხილების გარეშე;
– ფუნქციონირებს ყველა კრიტიკული საჭიროების ობიექტი
(უკრაინა ონლაინ) -
კადრები კიევიდან:
კიევის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, რომელიც 26 თებერვალს კომენდანტის საათის შემდეგ გაიხსნა, ადამიანებს ჯგუფებად უშვებენ, რათა მაღაზიის თანამშრომლებმა მოასწორონ თაროების შევსება.
უკრაინის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მთელ ქალაქში რიგებია – სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში და შინაური ცხოველების მაღაზიებში.
კიევში ორი დღე კომენდანტის საათი მოქმედებდა და ყველაფერი დაკეტილი იყო. დღეს ხალხი პირველად გამოვიდა აუცილოებელ საყიდლებზე.
-
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გომელის რეგიონში დაიწყო, იუწყება ბელარუსული მედია.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გომელის რეგიონში დაიწყო, იუწყება ბელარუსული მედია. თუმცა რუსული მედია ჯერ არ ადასტურებს .უკრაინის დელეგაციას ვეტმფრენები უკვე ჩაფრიდნენ უკრაინა-ბელარუსიის საზღვრთან .
-
გაერო:უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სულ მცირე 102 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სულ მცირე 102 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კიდევ 304 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
-
ოდესა, სამხედრო ორკესტრი ქალაქის ქუჩებში.
შეგახსენებთ, რომ დილით ზელენსკის ოფისმა თქვა, რომ 11 რუსული სატრანსპო გემია ოდესაში მობილიზებული და არ არის გამორიცხული დესანტის გადმოსხმა.
-
რა თქვა ზელენსკიმ ბოლო მიმართვაში. მთავარი:
უკრაინის ომის დროს 4500 რუსი სამხედრო დაიღუპა
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 16 ბავშვი, დაშავდა 45
გარდა ამისა, ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური პროცედურის სასწრაფოდ ჩატარების თხოვნით.
მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს “უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის” და რუსეთისთვის ცის დახურვისთვის
ზელენსკიმ სამხედროებს რუსულ ენაზეც მიმართა. „დააგდეთ თქვენი ტექნიკა წადით. ნუ ენდობით თქვენს მეთაურებს, ნუ ენდობით თქვენს პროპაგანდისტებს. უბრალოდ გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე. წადით“, – თქვა ზელენსკიმ.
-
უკრაინის დელეგაციაში შედიან:
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია,
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი,
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი,
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ანდრეი კოსტინი.
დეპუტატი რუსტემ უმეროვი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.
მოლაპარაკების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.
-
უკრაინის დელეგაციას ვეტმფრენები ჩაფრიდნენ უკრაინა-ბელარუსიის საზღვრთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად
-
ბორელმა განაცხადა, რომ მოიწვია ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.
ბორელმა განაცხადა, რომ მოიწვია ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.
-
დანგრეული შენობა კიევის მახლობლად ქალაქ ვასილკოვში
დანგრეული შენობა კიევის მახლობლად ქალაქ ვასილკოვში, 27 თებერვალი.
-
მეტროპოლიტენ ოპერა გაწყვეტს კავშირს არტისტებთან და კომპანიებთან, რომლებიც უკრაინის ომს უჭერენ მხარს.
New York Times-ის ცნობით, მეტროპოლიტენ ოპერა გაწყვეტს კავშირს არტისტებთან და კომპანიებთან, რომლებიც უკრაინის ომს უჭერენ მხარს.
-
უკრაინამ ოფოციალურად აღიარა, რომ ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა.
უკრაინამ ოფოციალურად აღიარა, რომ ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა.
-
ორივე დელეგაცია ადგილზეა - წყარო: unian
უკრაინული და რუსული დელეგაციების შეხვედრის ადგილი
-
უკრაინის გენერალური შტაბი, დილის შეჯამება:
-
კორეის რესპუბლიკამ გადაწყვიტა აკრძალოს სტრატეგიული მასალების რუსეთში ექსპორტი
-
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა მზადაა და დელეგაციების ჩამოსვლას ელის.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა მზადაა და დელეგაციების ჩამოსვლას ელის.
-
ჟიტომირი, დნეპრი, ჩერკასი - საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება
ჟიტომირი, დნეპრი, ჩერკასი – საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება
-
The Times იუწყება, რომ კრემლის დავალებით კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრა კიევის დროით 18:15 საათზეა დაგეგმილი (20:15 თბილისის დროით)
საუბარში მონაწილეობას მიიღებენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა.
-
ჯო ბაიდენი 28 თებერვალს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ახალ საგანგებო თათბირს იწვევს
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრა კიევის დროით 18:15 საათზეა დაგეგმილი (20:15 თბილისის დროით)
საუბარში მონაწილეობას მიიღებენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა.
-
ალბანეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის - Reuters
ალბანეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის – Reuters
-