ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთები დაახლოებით მესამედით გაიაფდა
აპრილის დასაწყისიდან „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზებმა“ ბაქო-თბილისი-ბაქოს ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის საფასურის გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო.
[yes_list]
- პლაცკარტით მგზავრობა 30.16 მანათი ღირდა [დაახლოებით 18 $]ახლა კი 24,54 მანათი გახდა. [დაახლოებით 14$]
- კუპეთი მგზავრობა 44.50 მანათი ღირდა [ დაახლოებით 26$] ახლა კი 35.32 მანათი ღირს [დაახლოებით 20$ ]
- საძინებელი ვაგონით მგზავრობა 83.77 მანათი [დაახლოებით48$] ახლა 58,43$ გახდა [დაახლოებით 34$]
[/yes_list]
შედარებისთვის – იგივე მარშრუტით ავტობუსით მგზავრობის საფასური 20 მანათს შეადგენს.
მატრებელი ბაქო-თბილისი გაზში დაახლოებით 14 საათის განმავლობაში იმყოფება, ორივე საზღვარზე დაახლოებით 2-საათიანი შემოწმების ჩათვლით.
- ჩვეულებრივ დღეებში მატარებლის შემადგენლობაში ექვსი ვაგონია, რომელთაგან ერთი საძინებელია, სამი- კუპე, და ორი პლაცკარტი.
- თუმცა, სადღესასწაულო დღეებში (ნოვრუზი, ყურბანი და ახალი წელი), საქართველოში დასვენების მსურველი მგზავრების სიმრავლის გათვალისწინებით, „აზერბაიჯანული სარკინიგზო ხაზების“ ხელმძღვანელობა მატარებელს რამდენიმე ვაგონს უმატებს.
- მაგალითად, წელს, ნოვრუზის წინ მატარებელს ხუთი ვაგონი დაემატა, მაგრამ თავისუფალი ადგილი მაინც არსად იყო.