საქართველოში კორონავირუსი შეჩერება ვერ ხერხდება - 3504 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3504 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 342.
მძიმე პაციენტია 749, მაშინ როდესაც გუშინ მძიმე პაციენტად 633 ითვლებოდა. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 ადამიანი.
სულ საქართველოში დადასტურებულია 76 658 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 669
გამოჯანმრთელებული – 58 674
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 17 315
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია:
დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა,
აჭარა – 603,
იმერეთი – 619,
ქვემო ქართლი – 122,
შიდა ქართლი – 140,
გურია – 94,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397,
კახეთი – 102,
მცხეთა-მთიანეთი – 97,
სამცხე-ჯავახეთი – 76,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.