საქართველო: covid-19-ის შემთხვევები 1-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 809 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 674 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.