covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ - 805
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
5 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 650 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა საბურთალოს კლასტერში გამოვლინდა, 2 კი – საკარანტინე ზონაში.
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.