რუსეთში ბელარუსის გავლით შეტანილი 40 ათასი სომხური ვარდი გაანადგურეს
გაზიარება
გაზიარება
რუსეთში სომხური ვარდები გაანადგურეს
რუსეთის სმოლენსკის ოლქში, სახელმწიფო მარეგულირებელი სააგენტოს „როსელხოზნადზორის“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ახლად მოჭრილი ვარდების პარტია, რომელიც სომხეთიდან ბელარუსის გავლით შეჰქონდათ.ეს დანაშაულად ჩაითვალა, რადგან რუსეთმა გაზაფხულიდან პრაქტიკულად ყველა სომხური პროდუქტის იმპორტი აკრძალა, იტყობინება ბელორუსული გამოცემა EuroRadio.
სომხური ვარდები, რომლებიც ბელარუსის გავლით გადაიტანეს / 32.fsvps.gov.ru
მოსკოვი სომხეთიდან იმპორტის აკრძალვას „ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევით“ ხსნის. თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სომხეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკური კურსი გამოაცხადა, ამიტომ როგორც ერევანი, ასევე ევროკავშირი ამ ქმედებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.
რუსეთმა ადრეც გამოიყენა მსგავსი ზომები საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური უთანხმოების ეკონომიკური ანგარიშსწორება.
დოკუმენტების თანახმად, ავტომობილს, რომელიც მინსკიდან მოსკოვის ოლქში მიდიოდა, უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელები გადაჰქონდა. თუმცა, შემოწმების შედეგად სასმელების ნაცვლად 39 200 ვარდი აღმოჩნდა.
ტვირთი საჭირო თანდართული დოკუმენტების გარეშე გადაქონდათ.
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, ზოგიერთ ყუთს ჯერ კდევ ჰქონდა შერჩენილი წარწერა, რომელზეც წარმოშობის ქვეყანად სომხეთი იყო მითითებული.
ვარდები განადგურდა და გადამზიდს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
კონტექსტი
2026 წლის გაზაფხულის დასაწყისიდან რუსეთი მუდმივად აწესებს შეზღუდვებს სომხურ პროდუქტებზე.
თავიდან ეს შეზღუდვები ჯერმუკის მინერალურ წყალ “ჯერმუკს” შეეხო, შემდეგ კი ალკოჰოლური სასმელების სიას.
30 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა.
ამის შემდეგ, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების იმპორტის დროებითი აკრძალვა გამოაცხადა.