შაბათის მარში უკრაინაში ქართველ მებრძოლებს მიეძღვნა
ტრადიციული შაბათის მარში უკრაიანის ომში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს მიეძვნა. პროტესტის 591-ე დღეს მოქალაქეები უკრაინაში მებრძოლთა ხსოვნისადმი პატივისცემის გამოსახატად შეიკრიბნენ.
პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობის დროს საქართველოს და უკრაინის დროშები გაშალეს. უკრაინაიში ომის დაწყებიდან დღემდე, 120 -ზე მეტი ქართველი დაიღუპა. შაბათის მარშში მონაწილეობა მათი ოჯახის წევრებმაც მიიღეს.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.