"გაიკეთეთ ტესტი ვენერიულ დაავადებებზე“ — სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სომეხი დეპუტატები ერთმანეთს აგზავნიან ტესტების ჩასაბარებლად
სომხეთის პარლამენტში განხილვის საგნად იქცა მმართველი ფრაქცია “სამოქალაქო შეთანხმების“ მდივნის, არტურ ოვანისიანის და ოპოზიციური ბლოკის “პატივი მაქვს“ წარმომადგენლის, ტაგუი თოვმასიანის დაპირისპირება.
თოვმასიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს წერილობით მიმართა და მოითხოვა, რომ ოვანისიანმა პარლამენტში ყოველი შესვლისას ნარკოტესტი გაიაროს. ამის საპასუხოდ, ოვანისიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა: “თქვენ, ჟურნალისტებს, 3–4 ბინა ხომ არ გაქვთ ერევნის ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში – ჩრდილოეთ პროსპექტზე? მოდი, თვითონ თოვმასიანმა გაიაროს ყოველ დღე ტესტი ვენერიულ დაავადებებზე, რომ გავიგოთ, საიდან აქვს ეს ოთხი ბინა“.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს. მისი თქმით, ოვანისიანს უნდა შეუწყვიტონ მანდატი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, გენდერული დისკრიმინაციისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
“პატივი მაქვს“-ის ფრაქცია მოითხოვს დროებითი ეთიკის კომისიის შექმნას ოვანისიანის საქციელის განსახილველად. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ კომისია მუდმივად მუშაობს.
უფლებადამცველ ზარუი ოვანისიანის შეფასებით, თოვმასიანი ზეწოლას განიცდის სწორედ გენდერული ნიშნით.
- ფსონები “ახალ სახეებზე“: როგორ ცდილობს მოსკოვი თავის ინტერესების პოპულარიზაციას სომხეთში
- სომხეთი: ფაშინიანის გეგმა კათოლიკოსის გადაყენებაზე ქვეყნის შიგნით ახალ დაპირისპირებას იწვევს
თოვმასიანის ბრიფინგი და შემდგომი მოვლენები
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაგუი თოვმასიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს წერილით მას შემდეგ მიმართა, რაც მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო შეთანხმების“ მდივანმა, არტურ ოვანისიანმა, ერთ-ერთ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ურჩია, დაესვათ კითხვა, რატომ არ ესწრებოდა იგი სხდომებს.
თოვმასიანის წერილში აღნიშნულია, რომ ოვანისიანმა მის მიმართ “უპატივცემულობა გამოიჩინა და დაარღვია დეპუტატის საქმიანობის გარანტიები, ასევე ხელი შეუშალა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას“.
“პარლამენტში ხულიგანობა დაუშვებელია. საჭიროა მოთხოვნა, რომ არტურ ოვანისიანი ყოველდღიურად, პარლამენტში შესვლამდე, სავალდებულო ნარკოტესტს გადიოდეს. ტესტის შედეგები საჯარო უნდა გახდეს,“ – წერია თოვმასიანის მიმართვაში.
როგორც მოთხოვნის არგუმენტშია აღნიშნული, “2017 წელს ოვანისიანი დაკავებული იყო და მის ავტომობილში აღმოაჩინეს ყვითელ-მწვანე ფერის ნივთიერება“.
პასუხად, ოვანისიანმა განაცხადა: “როგორ მოხდა, რომ დაბალანაზღაურებადი ჟურნალისტი ჩრდილოეთ პროსპექტზე და სხვა ადგილებში ბინებს ფლობს? იქნებ სხვა მომსახურების გაწევის ხარჯზე?“
მისივე თქმით, თოვმასიანმა “ზნეობრივი საზღვრები არ უნდა გადალახოს“.
ოვანისიანი უარყოფს, რომ მისი განცხადებები გენდერულ დისკრიმინაციას წარმოადგენს:
“ქალს შეუძლია, თქვას რაც უნდა. მაგრამ როცა მამაკაცი პასუხობს ქალის არამორალურ კომენტარებსა და მის მისამართით ნათქვამ შეურაცხყოფას, მაშინ იწყება: ოჰ, ის ხომ ქალია. თუ ქალი არის, ისე მოიქცეს, როგორც ქალს შეჰფერის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უკვე დავაყენებ საკითხს მისი სქესობრივი კუთვნილების ტესტირებაზე“.
სოციალურ ქსელებში ურთიერთშეურაცხყოფა გაგრძელდა
თაგუჰი ტოვმასიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ “ოვანესანის აღზრდაში დრო ტყუილად დაიკარგა“.
მან კოლეგის დედას მიმართა:
“ქალბატონო ოვანესიან, აუხსენით თქვენს შვილს, რომ ქალზე ასეთი ტერმინებით საუბარი არ შეიძლება. აუხსენით მას, რომ ოჯახის მქონე ადამიანისთვის ეს სირცხვილია. გააკეთეთ ეს როგორც დედამ“.
მისი აზრით, არტურ ოვანესიანი განასახიერებს “პოლიტიკური კულტურის არარსებობას და უპასუხისმგებლობას“.
გარდა ამისა, თოვმასიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს ოთხი სახლი, კერძოდ, უძრავი ქონება ჩრდილოეთის გამზირზე.
საპასუხოდ, არტურ ოვანიანსმა ფრაქცია “პატივი მაქვს“-ის ლიდერს, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, თავის Facebook გვერდზე მიმართა და მოუწოდა თაგუი თოვმასიანის “განათლებაში ჩართვისკენ“:
‘დარეკეთ, უბრძანეთ თქვენს მოადგილეს, მოიქცეს ისე, როგორც სომეხ ქალს, მოადგილეს შეეფერება. დაე, შეწყვიტოს ამორალური ტყუილების გავრცელება და ქალის სტატუსით თავის დაცვა“.
კომენტარები
“სტერეოტიპების რეპროდუცირება ორივე შემთხვევაში მიუღებელია“
მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო შეთანხმების“ წევრი ზარუჰი ბატოიანი ორივე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. ბატოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავისი პოზიცია როგორც თავად არტურ ოვანესიანს, ასევე მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელს გაუზიარა:
“ასეთი საჯარო განცხადებები არ უნდა ხდებოდეს. ვწუხვარ, რომ ბატონი ოვანესიანი ქალბატონი თოვმასიანის პროვოკაციებს აჰყვა და ასე უპასუხა“.
თაგუი თოვმასიანი სტერეოტიპებით ფიქრობს:მა თოვმასიანმა შეიძლება ასე მიზანში ამოიღოს ვინმე და სტერეოტიპები გაავრცელოს“.
ამავდროულად, ზარუჰი ბატოიანი ქალების დისკრიმინაციას მიუღებლად მიიჩნევს. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ის ინსტიტუციური მიდგომის შემუშავებას გვთავაზობს, კერძოდ, პარლამენტში მუდმივი ეთიკის კომისიის შექმნას.
“თუ ამ თემაზე არაფერი გაქვთ სათქმელი, გაჩუმდით“
ამ ინციდენტზე ადამიანის უფლებათა დამცველმა ზარუჰი ჰოვჰანსიანმაც გააკეთა კომენტარი:
“ამ ნარატივებს ძირითადად მაღალი თანამდებობის მქონე მამაკაცები ავრცელებენ. მედია პლატფორმებზე კი მამაკაცი პოლიტიკოსების მხრიდან სექსისტური, სამარცხვინო განცხადებების უწყვეტი რეპლიკაცია ხდება – სექსიზმის მიუღებლობის კრიტიკის გარეშე.
ზოგადად, მედიაში ყველაზე ხშირად შემდეგი მექანიზმები გამოიყენება:
- ინდივიდუალური დევალვაცია და სექსისტური განცხადებები,
- გენდერული დეზინფორმაცია (მაგალითად, ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების შესახებ კანონმდებლობის განხილვის გარშემო),
- სენსაციალიზმი და ჩარჩოების შექმნა („ისტერიული კივილი“),
- ქალთა სექსუალურობისა და გარეგნობის შესახებ ჭორები,
- მაღალი თანამდებობის და სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე ქალების მიმართ უნდობლობა.
ყოველ შემთხვევაში, თუ არაფერი გაქვთ არსებითი სათქმელი, შეგიძლიათ მოკეტოთ. გაჩუმდით.”