ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს, “სუვერენულ ერთა ევროპას” (ESN), რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რიტორიკით გამოირჩევა, EP-ის რეზოლუციის პროექტში ინიციირებული აქვს შესწორება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი უნდა შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
ESN-ის ჯგუფის სახელით წარდგენილი შესწორების ავტორები არიან სლოვაკი ევროპარლამენტარი ულტრამემარჯვენე „მოძრაობა რესპუბლიკიდან“ მილან ურიკი, საფრანგეთში ერიკ ზემურის პარტია „რეკონკისტას“ წევრი სარა კნაფო და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ალექსანდერ სელი.
8 ივლისს ევროპარლამენტი განიხილავს, ხოლო ხვალ კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
“სუვერენულ ერთა ევროპის” (ESN) ინიცირებული შესწორებები:
• [ESN] აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმურ გამოხატულებას უცხოური პოლიტიკური ზეწოლის ფონზე; პატივს სცემს საქართველოს მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორობების გადახედვას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული ინტერესების დაცვა;
• მოუწოდებს ევროკავშირს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციურ სისტემას და მის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფორმები, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე; მიესალმება შესაძლებლობას, გადახედოს ევროკავშირის გაფართოების მიდგომას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით; აღნიშნავს აუცილებლობას, რომ გაფართოების ავტომატური მოდელის ნაცვლად მოხდეს გადასვლა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებების ფორმატზე, რომელიც პატივს სცემს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტსა და უნიკალურობას;
• პატივს სცემს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, როგორც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამოხატულებას; ხაზს უსვამს ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობას, მოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება;
• აღიარებს საქართველოსათვის ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას – როგორც რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისე ეროვნული ინტერესების დასაცავად