"მან ქვეყანა დაცინვის ობიექტად აქცია“ - აფხაზური ოპოზიციის რეაქცია ასლან ბჟანიას ადიღეში ვიზიტზე
გაზიარება
გაზიარება
ბჟანიას ვიზიტი ადიღეში
აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტმა აფხაზური ოპოზიციის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია — მათ ბჟანიას მონაწილეობა “შეურაცხმყოფელად“ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მას არ გააჩნია მორალური თუ პოლიტიკური უფლება, წარმოადგინოს აფხაზეთი.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში პოლიტიკოსთა რეიტინგებზე ოფიციალური გამოკითხვები არ ტარდება, ოპოზიციის თანახმად, ბჟანიას მხარდაჭერა უკიდურესად დაბალია. მათი განცხადებით, ის “პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ფიგურაა“, რომელიც წარსულში საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებდა რუსეთის ოლიგარქებთან შეთანხმებით.
მაიკოპში ვიზიტი იშაკ მაშბაშის — ადიღეს სახალხო მწერლის — 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. შეხვედრაზე აფხაზურ დელეგაციაში ვიცე-პრეზიდენტი ბესლან ბიგვავა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა ოფიციალურად იყვნენ წარმოდგენილნი. ბჟანიას ყოფნამ, რომლის სტატუსი გაურკვეველია, უკმაყოფილება გამოიწვია.
ოპოზიციური პარტია „აიდგილარამ“ განაცხადა: “ჩვენთვის მიუღებელია, რომ სამარცხვინოდ გაძევებული ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ მიღებაზე იმყოფება. ეს აფხაზეთს და მის ხალხს დისკრედიტაციას უქადის.“
მოგვიანებით, აფხაზეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო “Апсныпресс“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იუბილარის მიენიჭა აფხაზეთის სახალხო მწერლის წოდება. იმავე ცნობაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დელეგაცია შედგებოდა მხოლოდ ბიგვავასა და ეშბასგან, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ბჟანიას ვიზიტი ოფიციალურ ფარგლებს არ სცდებოდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო