მოსაზრება: რატომ გაააქტიურა აფხაზეთის ხელისუფლებამ "ფერადი რევოლუციების“ თემა?
“ფერადი რევოლუციები” აფხაზეთში
უცხოური აგენტების შესახებ კანონს აფხაზეთის ხელისუფლება უწოდებს “დაცვას ფერადი რევოლუციებისგან.”
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით აქტიურია ამ თემის საინფორმაციო რესურსების პოპულარიზაციაში.
უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასაც მიაჩნია, რომ აფხაზეთში ფერადი რევოლუციის ტექნოლოგიები გამოიყენება, რომელიც, მისი თქმით, “ადრე წარმატებით მუშაობდა საქართველოსა და უკრაინაში, ბელარუსში კი სიტუაცია მორიგი სახელმწიფო გადატრიალების ზღვარზე იყო, მაგრამ ქვეყანა გადარჩა“.
- წითელი განგაშის დონე: აფხაზეთში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შევიდა
- აფხაზეთის საზოგადოება აგენტების კანონის წინააღმდეგ – ვინ რა თქვა?
საიდ გეზერდავა, ცნობილი აფხაზი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარული პროგრამების” ცენტრის მკვლევარი განმარტავს, თუ რატომ ავრცელებს ხელისუფლება ასე აქტიურად „ფერადი რევოლუციების“ თემას:
“ადრე ცრუ თეზისს „ფერადი რევოლუციების“ შესახებ მხოლოდ სახელმძღვანელოების მიხედვით მომუშავე ტროლები და არალოკალური წარმოშობის ანონიმური ადამიანები ავრცელებდნენ. მათ „წარმოების მაღალი მაჩვენებელი“ ჰქონდათ, აფხაზური კონტექსტის შესასწავლად კი დიდად თავს არ იწუხებდნენ და ამიტომ, საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწიეს.
მაგრამ რას ვხედავთ ახლა? იმავე პრიმიტიულ არგუმენტს „რევოლუციებთან“ დაკავშირებით მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრი.
ვისკენ არის მიმართული ეს ფარსი? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვნახეთ ისინი, ვისი ციტატებიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რევოლუციური მასების“ წინა პლანზე წამოსწია. პროპაგანდისტებმა ბოლო მოვლენების დამახინჯებაში აჯობეს საკუთარ თავებს და ამან საპირისპირო ეფექტი მოგვცა – წონასწორობის დაცვა, როგორც ჩანს, არც მათშია თანდაყოლილი.
ტყუილისა და პოსტ-სიმართლის ნაკადის უკან მდგომებს აქვთ აშკარა ანტიაფხაზური დღის წესრიგი – აღკვეთონ ყოველგვარი საუბარი ეროვნულ ინტერესებზე.
ისინი საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ახდენენ. მათ ესმით, რომ ხალხს უბიძგებენ რეაგირების უკანასკნელ, რადიკალურ მეთოდზე. სწორედ აქ იწყებენ „ფერად რევოლუციებზე“ საუბარს. პროპაგანდისტებს უნდა შევახსენოთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებაც თავის დროზე, თავის სასარგებლოდ იყენებდა სახალხო დემოკრატიის ამ ინსტიტუტს.
ბოლო წლების მიტინგები დემონსტრირებაა იმისა, რომ ხალხი გულგრილი არ არის იმის მიმართ, რომ ხელისუფლება გადაგვარებულია და ცვლის ქვეყნის განვითარების კურსს. პროპაგანდისტების მუშაობა კი ეფუძნება ფაქტების დამახინჯებას – ამ მანიპულაციებში ისინი ყოველგვარ ზღვარს სცდებიან.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო