კომენტარი: ვინ მოკლა დარია დუგინა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისა და დასავლეთისთვის
ვინ მოკლა დარია დუგინა? “ატლანტიკი”, ტომ ნიკოლსი
შაბათს საღამოს მოსკოვის ერთ-ერთ მდიდარ უბანში აფეთქდა მანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა დარია დუგინა, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, რუსეთში გამძვინვარებული ფაშიზმის სულიერი ნათლია.
მის სიკვდილთან კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვინმეს რუსეთის დედაქალაქის მიღმაც, მაგრამ შეიძლება არც – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი ჩახლართული ვენდეტის ნაწილი თვითონ რუსულ ელიტაში. სიმართლეს მალე ვერ გავიგებთ – თუ საერთოდ შევძელით მისი გაგება – მაგრამ იმისათვის, რომ ამ ამბავს მივყვეთ, საჭიროა გარკვეული კონტექსტი დუგინების შესახებ.
- “HIMARS -ი მთავარი ფაქტორია” – რატომ აგებს რუსეთი დონბასისთვის ბრძოლას? იულია ლატინინას კომენტარი
- უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
- როგორ ეხმარება Facebook-ი პუტინს და სხვა ავტორიტარ ლიდერებს საინფორმაციო ომში
არა მხოლოდ პროპაგანდისტები
დუგინები უბრალო პროპაგანდისტები არ არიან. ალექსანდრ დუგინი რუსული იმპერიული ჰიპერნაციონალიზმის უცნაური მიმდინარეობის ნაწილია, რომელიც ერთგვარად ახერხებს რუსული მართლმადიდებლობის, სტალინის, ნაცისტებისა და ოკულტიზმის ერთდროულად შერწყმას.
ეს მანკიერი და ღრმად უცნაური სკოლა დაიბადა 1980-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ში მაშინ არსებულ ტენდენციებზე. ამ იდეოლოგიის დიდი ნაწილი “თბილი” რუსული მესიანიზმი და მისტიკური აბრაკადაბრაა. მე-19 საუკუნის რუსული უკმაყოფილების შედეგი ევროპასა და დასავლური ქრისტიანობის მიმართ, მაგრამ ასევე, მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა უკმაყოფილება “ატლანტიკური სამყაროს” მიმართ, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში.
ამ ყველაფრის მიღმა დგას მარტივი და სასტიკი რწმენა იმისა, რომ რუსეთს – განსაკუთრებით თეთრ, ქრისტიანულ რუსეთს – ევრაზიის მართვა შეუძლია
დუგინის სისულელე რუსულად ისეთივე წაუკითხავია, როგორც ინგლისურად, მაგრამ რუსეთის გენერალური შტაბი დუგინის წიგნს სავალდებულო ტექსტად მიიჩნევს და ეს გასაგებია: ეს არის მოწოდება ტოტალური და მუდმივი ომის შესახებ.
იდეალური იდეოლოგია ღრმა არასრულფასოვნების კომპლექსით და ბნელი სულიერი ვაკუუმით დაავადებული ქვეყნისთვის.
უკრაინა, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც უნდა დაიბრუნონ. კიევი სლავური ქრისტიანობის სამშობლოა და ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის დუგინი (და ვლადიმირ პუტინი), უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, აუტანელია.
დუგინმა ჯერ კიდევ 2014 წელს თქვა, რომ უკრაინელები „უნდა დახოცონ, მოკლან, მოკლან“.
დუგინის 29 წლის ქალიშვილი რუსეთში დეზინფორმაციის საიტს მართავდა და როგორც აშშ-ს, ისე ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ამტკიცებდა, რომ კიევის მახლობლად ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა დადგმული იყო. ის იზიარებდა მამის იდეოლოგიას და მის სიძულვილს უკრაინის მიმართ.
მერე ვინ მოკლა? რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ უკრაინელი ქალი, სახელად ნატალია ვოვკი, დუგინას კორპუსში შესახლდა, შემდეგ მანქანაში ბომბი დაუდო და ესტონეთში გაიქცა. რუსულმა საინფორმაციო სამსახურმა TASS-მა საქმე უკვე გახსნილად გამოაცხადა.
გასაგებია ის, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უკრაინაში რუსი ჩინოვნიკები დაიღუპნენ მსგავსი მეთოდებით. რუსული სტანდარტებით, ეს ძველი რუსული ძალოვანი სკოლისთვის დარტყმას ჰგავს.
თუმცა, გაურკვეველია, რატომ წავიდნენ უკრაინელები მოსკოვში იმ არასასურველი ადამიანების დასახოცად, როგორიცაა დუგინი ან მისი ქალიშვილი? მისი ვარსკვლავი ხომ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ქრებოდა – ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მან გააკრიტიკა პუტინი, რომ იგი არ იყო საკმარისად სასტიკი და იმპერიალისტი.
დუგინი კრემლში განიხილებოდა, როგორც არასტაბილური ფიგურა და ის ნამდვილად არ უძღვებოდა ომს უკრაინაში.
კიევი უარყოფს მოსკოვის ბრალდებებს. შეეძლო თუ არა რუსეთის FSB-ს დუგინის მოკვლა ეცადა? მაგალითად, როგორც შეთქმულების ნაწილი უკრაინის მიმართ ახალი სიძულვილის გაღვივებისა და ცუდი რჩევებისთვის იმ ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა?
ეს ვერსია არ გამოიყურება დამაჯერებლად, მაგრამ 2022 წელს მოსკოვში ყველაფერი შესაძლებელია. და ეს იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად აცხადებენ TASS ან Twitter საქმეს დახურულად.
ერთადერთი სარწმუნო შედეგი ამ ყველაფრის ის არის, რომ რუსეთი ისარგებლებს დუგინას სიკვდილით, რათა გააგრძელოს სისასტიკისა და განადგურების კამპანია უკრაინაში.
ვინ მოკლა დარია დუგინი?