3 მილიონი სელფი თბილისის მეიდანზე
ეს მეიდანია – ძველი თბილისის შუაგული. თბილისის მთაგორიან რელიეფზე გაფანტული გოგირდის აბანოების, გადმოკიდული აივნებისა და ვიწრო ქუჩების უნიკალური ხედები. ადრე აქაურობა სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩამოსული ათასი რჯულის ადამიანი ხვდებოდა ერთმანეთს. როგორც ჩანს, დღეს თბილისი იბრუნებს ამ კოლორიტს.
“თითოეული ტურისტი, რომელიც თბილისში ჩამოდის, ერთ სელფს მაინც იღებს მეიდანზე,” – ამბობს აქაური სუვენირების მაღაზიის მეპატრონე, ბატონი თამაზი.
2017 წლის დასაწყისიდან ივლისამდე საქართველოში სულ 3 მილიონ 978 ათას 657 უცხოელი მოქალაქე ჩამოვიდა, – იუწყება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.
ჩამომსვლელთა რაოდენობის ზრდა 16,8 პროცენტით მეტია, ვიდრე 2016 წლის იმავე პერიოდში. საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემდეგი თანმიმდევრობით ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდა: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი.
მათ შორის სტატისტიკა ნაკლებ ზრდას უჩვენებს აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ – 8.7 პროცენტს, და ტურისტების რაოდენობის უზარმაზარ ზრდას ირანიდან – 169.5 პროცენტს.
სტატისტიკის სხვა საინტერესო შედეგები 2017 წლის 7 თვის განმავლობაში:
- შესამჩნევად იმატა ავსტრიიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვმა – 52 პროცენტით.
- საქართველოსადმი განსაკუთრებული ტურისტული ინტერესის ზრდაა იორდანიაში – იქიდან საქართველოში 398 პროცენტით მეტი ტურისტით მეტი ჩამოვიდა, ვიდრე 2016 წლის იმავე პერიოდში.
- ჩამოსულთა მზარდი რაოდენობის სიაშია – ლიბანი (318 პროცენტით მეტი) და საუდის არაბეთი (218 პროცენტით მეტი).