19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაზე მსჯავრდებულებს, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმე დასრულდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს მცხეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. სამ პირს 16-16 წლიანი პატიმრობა შეეფერადა, ხოლო მკვლელობის ორი მონაწილის შესახებ სასამართლო განაჩენს 16 მარტს გამოაცხადებს, რადგან ისინი არასრულწოვნები არიან.
პროკურატურამ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.
ხოლო რამდენ წელს გაატარებენ ისინი ციხეში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს.
რა მოხდა
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით დილის 11 საათზე, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა პოლიციას შეატყობინა, რომ გიორგი წინა დღით დაბადების დღეზე წავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ახლობელი გოგონას დაბადების დღეზე წასული გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 23 ივნისს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ტრაგედიას წინ უძღოდა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის
მანამდე, ერთი დღით ადრე, მაშველებმა მდინარის ნაპირას გიორგის პატარა, წელზე გასაკეთებელ ჩანთა იპოვეს, სადაც სავარცხელი და თმის ჟელე იდო.
ცხედარს ბევრი დაზიანება ჰქონდა – მრავლობითი მოტეხილობები, თავის არეში დაბეჟილობა.
მაშინ ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.
პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ამ დაკავებულებიდან ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.