"სამოქალაქო ომი" ბაქოში
ამ ფილმის სანახავად, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, 10-დან 70 წლამდე ასაკის ყველა ბაქოელი წავა – თუ უკვე არ ყოფილა. 5 მაისს, პრემიერის დღეს კინოთეატრებში, ამ სურათის გარდა, სხვას არაფერს აჩვენებდნენ. რუსულ ვარიანტში ფილმის სახელწოდება გადმოტანილია როგორც ‘კაპიტანი ამერიკა. დაპირისპირება’, მაგრამ კინომანების წრეში ასე უწოდებენ – ‘სამოქალაქო ომი’.
მსოფლიო კინემატოგრაფს არაერთგვაროვან დრო დაუდგა. დაახლოებით 2000-იანი წლების შუა წლებიდან მაყურებლების ყურადღებას სუპერგმირებზე გადაღებული ფილმები (ბოლო პერიოდში კი უკვე სერიალებიც) იპყრობს. მათ შორის დიდი უპირატესობით ლიდერობს სტუდია ‘Marvel’-ის პროდუქცია. და ეს გასაკვირი არც არის – ‘კოპწია’ ფილმი, მშვენიერი სპეცეფექტებით, ცნობილი მსახიობებით ყველა (მ.შ.მეორეხარისხოვან) როლში, თანმიმდევრულად და კარგად მოყოლილი ამბავი, რომელიც ფრენჩაიზის ერთი ფილმის გამოტოვების საშუალებასაც კი არ იძლევა.
მაგრამ ყველაფერი იდეალურად არ არის. მეორე ‘შურისმაძიებლები’, რომელსაც პირველის წარმატება უნდა განემტკიცებინა, მაყურებლებმაც და კრიტიკოსებმაც ცივად მიიღეს. სახეზე იყო კონკურენციის არარსებობის შედეგები და ბანალურობის პირველი გამოვლინებები. სერიას ერთგვარი ‘შენჯღრევა’ სჭირდებოდა, რომელიც ძმებმა რუსოებმა უზუნველყვეს. სწორედ ისინი არიან ფილმ ‘კაპიტან ამერიკა:ზამთრის ჯარისკაცის’ რეჟისორები. ამ ფილმის შემდეგ მოსაწყენი ‘პირველი შურისმაძიებელი’ ყველამ დაივიწყა და მაყურებელმა სტივ როჯერსი საინტერესო, მრავალმხრივ პერსონაჟად აღიქვა. ასევე, რუსოების წინა ფილმში გამოჩნდა ზამთრის ჯარისკაცი – ჯეიმზ ‘ ბაკი’ ბარნსი, წარსულში კაპიტან ამერიკის თანამოსამსახურე და მეგობარი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოიტაცა და ტვინგამორეცხილ უნივერსალურ ჯარისკაცად აქცია.
მაგრამ როჯერსს სჯერა, რომ მისი მეგობარი ბაკი ჯერ კიდევ ცოცხალია და პირველის მცდელობა, გადაარჩინოს მეორე, ფილმის ერთ-ერთი სიუჟეეტური ხაზია. მეორე ხაზი კი ‘შურისმაძიებლების’ გარშემო ვითარდება. ‘შეუძლიათ თუ არა ადამიანებს, მიენდონ საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილ სუპერგმირებს, რომლებიც საზღვრებს არ ცნობენ? თუ საჭიროა მათი კონტროლი და იქით მიმართვა, საითაც მსოფლიო ზესახელმწიფოები ისურვებენ? ეს საკითხი სუპერგმირების ერთ დროს მტკიცე სამეგობროში ერთგვარ ბზარს აჩენს და გმირებს ორ ბანაკად ყოფს. ერთ ჯგუფს ‘რკინის კაცი’ ხელმძღვანელობს, მეორეს ლიდერი კი ‘კაპიტანი ამერიკაა’.
‘რკინის კაცის’ მხარეს აღმოჩნდა ‘ვიჟენი’, რომელმაც თანდათანობით მეწამული ალქაჯის მიმართ რომანტიკული გრძნობები გამოავლინა.’ შავი ქვრივი’, რომელიც როგორც იქნა, სასარგებლო მებრძოლად აქციეს და ‘ადამიანი ობობა’ რომელიც ბანალურად მოისყიდეს კოსტუმით. სტივ როჯერსის პრინციპებს ემხრობა ‘მეწამული ალქაჯი’, რომელსაც სტარკის მიმართ სიძულვილი ჯერ კიდევ შურისმაძიებლებიდან ჩარჩა გულში, ‘ ქორის თვალი’ და ‘ადამიანი ჭიანჭველა’ რომელსაც მარველმა ფილმის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი აჩუქა. ცალკე დგას შავი პანტერა მამაკაცი BDSM-ის სტილის შავ კოსტუმში, რომელიც განსაკუთრებული ძალითა და მოქნილობით გამოირჩევა. იგი პერსპექტიული გმირია და დიდია იმის ალბათობა, რომ პირადად მასზე გადაღებული ფილმი მაყურებლის ჯიბიდან დამატებით თანხის გაღების საშუალება გახდება.
ფილმის ნახვის შემდეგ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ‘Marvel-ს გამოუვიდა’. მუქი ტონები, რომელიც ზოგჯერ ასე ძალიან სჭირდებოდა ‘მარველის’ ფილმებს, (როგორც იქნა) ნორმალური ანტიგმირი, რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა დენიელ ბრიულმა. ანტიგმირი, რომელიც სამყაროს სტანდარტული გამანადგურებლებისგან იმით განსხვავდება, რომ ‘მე ყოველთვის საუკეთესოების’ ჩრდილქვეშ ვიყავი’ და ‘ადამიანები არ იმსახურებენ დედამიწას’. ხუმრობების რაოდენობა შემცირდა, რის გამოც, გმირები მახვილსიტყვაობაში მოპაექრე მოზარდებს აღარ ჰგვანან. ახალი ადამიანი ობობა, რომელიც ტომ ჰოლანდმა ითამაშა, საეკრანო დროის 15 წუთში იმაზე უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე ტობი მაგუაირის მონაწილეობით გადაღებულ სამ ფილმში. ‘კვანძის გახსნაც მშვენიერი აღმოჩნდა და ნამდვილად არ ჰგავდა ‘ჰეფი ენდს’. ‘Marvel’-ს მართლა გამოუვიდა.
არც ისე დიდი ხნის წინათ სხვა ფილმს, სახელწოდებით ‘სამართლიანობის განთიადზე: ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ’, მაყურებელი არანაკლები მოლოდინით შეხვდა. ბრწყინვლე ვიზუალური სურათის მიუხედავად, მაყურებელმა უარი თქვა დაეჯერებინა ორიკომიქსების ხატების შეჯახების მოტივაცია. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ფილმში ზედმეტად შავბნელი ატმოსფეროა, სხვებმა კი მიიჩნიეს, რომ უშუალოდ დაპირისპირებას მეტისმეტად მცირე დრო დაეთმო. ფილმში ‘კაპიტანი ამერიკა:დაპირისპირება’ ყველაფერია, და ყველაფერზე მეტიცაა, რაც ამ ფილმს ფრენჩაიზის საუკეთესო კინოპროდუქტად აქცევს.
გამოქვეყნდა 15.05.2016