ხანძარი ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე - დაშავებულია სამი ადამიანი
ბაქოს გარეუბანში მდებარე სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრობის „EuroHome“-ის თითქმის ნახევარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. სამი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა – ორი მათგანი კვამლით მოიწამლა, მესამემ კი თავის ტრავმა მიიღო. დაკავებულია სამი მოროდიორი, რომლებმაც სიტუაციით ისარგებლეს და საქონელს იპარავდნენ.
• ივლისი ბლეკაუტი აზერბაიჯანში – ვინ აღმოჩნდა დამნაშავე?
• სომხეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის 31-ე წლისთავი
პირველადი ვერსიით, ხანძარი ფილების მაღაზიაში ელექტრო-საკაბელო ხაზის აალების შედეგად დაიწყო.
ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, ვერტმფრენი და თვითმფრინავი ამფიბიაც კი ჩაერთო, მაგრამ ხანძრის ჩაქრობა დიდხანს ვერ ხერხდებოდა. შედეგად, ბაზრობის საერთო 5- ჰექტრიანი ტერიტორიის ორი ჰექტარი დაიწვა.
ზარალის ზომა უცნობია, დაზღვევა არ არსებობს
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ხანძარმა მოვაჭრეებს.
ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ქალბატონმა ეგიანა ჯაბაროვამ „ბი- ბი- სი“-ს უთხრა რომ „ბაზრობის ახალმა ხელმძღვანელობამ დაზღვევის პროცესი არ მოაგვარა“. ანუ განადგურებული და დაზიანებული საქონელი დაზღვეული არ იყო.
მსგავსი შემთხვევა ბაქოში 2019 წლის მარტში მოხდა – დაიწვა სავაჭრო ცენტრი Diqlas.
მაშინ ზარალის საერთო რაოდენობამ დაახლოებით $117 შეადგინა. დაზღვევა არ არსებობდა, მეწარმეებმა რამდენიმე აქცია ჩაატარეს, და საბოლოოდ პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, რომ მათთვის სახელმწიფოს ხარჯზე კომპენსაცია გადაეხადათ .
დაკეტილი ტრასა
„Euro Home“-ში მომხდარი ხანძრის გამო, ბაქოსა და მეზობელი ქალაქის სუმგაითის დამაკავშირებელ ტრასაზე მოძრაობა შეჩერდა.
მათ შორის, ვინც ამ საცობში მოხვდა, აღმოჩნდა ასევე აზერბაიჯანში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯეიმს შარპიც. „სუმგაითისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებით. საშიშია“! – დაწერა მან თავის Twitter-ზე.
Sumqayıtayoldayıq. Qorxuludur! pic.twitter.com/kpilx4VP2O
— James Sharp (@JamesSharpFCO) December 10, 2019