გთავაზობთ სოხუმის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
თუ შეიძლება, გვითხარით, რამდენი უნდა იყოს თქვენი ხელფასი, რომ სტაბილურობის შეგრძნება გქონდეთ?
– ‘თვეში 30 ათასზე [დაახლოებით, $400]არანაკლები’.
– ’60, ან 80 ათასი [დაახლოებით $800-$1000]მაინც. თუ აფხაზეთში ცხოვრობ,ჩემი აზრით, ეს საკმარისია’.
– ‘ოჯახთან ერთად სტაბილურად და კომფორტულად ცხოვრებისთვის 100 ათასი [დაახლოებით, $1300] ძალიან კარგი იქნებოდა’.
– ’30-30 ათასი[დაახლოებით $400-$500]. ვფიქრობ, რომ მე, როგორც გაუთხოვარ გოგონას, მეყოფოდა იმისთვის, რომ გადამედო და ჩემი სახსრებით, მშობლებისათვის ფულის თხოვნის გარეშე მემოგზაურა’.
ასეთი ფინანსური სტაბილურობა რომ გქონდეთ, პირველ რიგში, რა პრობლემებს მოაგვარებდით?
– ‘ჩემს პრობლემებს. სახლში რემონტს გავაკეთებდი, ბავშვებს განათლებას მივცემდი. და, რა თქმა უნდა, საკვებს ვიყიდდი, პროდუქტებს, ტანსაცმელს. ეს თანხა მეტის საშუალებას არც მომცემდა’.
– ‘დღეს 50 ათასი [დაახლოვებით $700] საშუალებას მომცემდა, სტაბილურად მეგრძნო თავი _ იმ ადამიანად, რომელსაც შეუძლია გარეთ გასვლა, სეირნობა, მეგობრების დაპატიჟება, რაიმე საინტერესოს ნახვა, სახლისა და ეზოს საზღვრების დატოვება, მოგზაურობა. ვფიქრობ, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა’.
– ‘პირველ რიგში, რა თქმა უნდა სახლში შევიქმნიდი კომფორტს _ ლამაზი ავეჯი, რემონტი და ნორმალური, ადამიანური პირობები. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უზრუნველყოფილი იყოს _ ბავშვები, შვილიშვილები. ჩვენთან 8 -13 ათასით [დაახლოებით, $100-150], არ ვიცი, უბრალოდ იარსებებ’.
– ‘ნორმალური ცხოვრებისათვის, იმისთვის, რომ არაფერი გვაკლდეს, არაფერზე ვთქვათ უარი. ბავშვებისთვის განათლების მიცემაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. და ალბათ, არც მოგზაურობაზე ვიტყოდი უარს’.
– ‘პრაქტიკულად, იმ თანხით, რომელსაც გამოვიმუშავებ, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებას ვახერხებ, თუმცა იმისთვის,რომ საზღვარგარეთ კურსები გავიარო, დამატებითი განათლება მივიღო და განვვითარდე, მეტი ფულია საჭირო’.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო