ფრანსუა ფიიონი: საქართველო და უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლისთვის მზად არ არიან
საფრანგეთის ექს-პრემიერმა, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ფრანსუა ფიიონმა 22 იანვარს გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს ეხებოდა და რომელმაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში. გამოკითხვების თანახმად, ფიიონას ყველაზე მეტი შანსი აქვს გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.
JAMnews ამ საკითხზე ფიიონის ინტერვიუს სრულ ციტატას გთავაზობთ:
„კითხვა: შეგვიძლია პუტინს ვენდოთ?
ფრანსუა ფიიონი: და დასავლეთს შეგვიძლია ვენდოთ? უღალატია როდესმე დასავლეთს რუსეთისთვის ლიბიაში, კოსოვოში, ან ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის საკითხში? რუსეთი ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, მაგრამ არამარტო ის.შეგახსენებთ იმათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება სურდა“.
შეკითხვა: თქვენი აზრით, ამ ქვეყნებს შეზღუდული სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეთ „ბრეჟნევის დოქტრინის“ მიხედვით“?
ფრანსუა ფიიონი: არა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა და საქარტველო არ არიან მზად ევროკავშირსა და ნატოში შეასვლელად. (არც) აშშ-ს სჭირდება აგრესიული ქვეყნები მის საზღვრებზე. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩემი დაკვირვებით, რუსეთი გვშორდება. შეგვიძლია კი , რომ რუსეთი შედარებით გონივრულ პოზიციამდე მივიყვანოთ? არ ვიცი, მაგრამ ამის გაკეთებას აუცილებლად უნდა შევეცადოთ“.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ნაწილის ინტერპრეტაციის თანახმად, ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისთვის „განკუთვნილები“ არ არიან.