უცხოელმა ჰაკერებმა სომხური ბანკიდან 280 ათასი დოლარი მოიპარეს
გაზიარება
გაზიარება
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უცხოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი დამნაშავე ჯგუფის წევრებმა სომხეთის ერთ-ერთი სახლმწიფო უწყების სახელით ადგილობრივი კომერციული ბანკის თანამშრომლებს ელექტრონულ მისამართზე გაუგზავნეს წერილები, რომლებიც ვირუსულ პროგრამებს შეიცავდა. ვირუსი ბანკომატის მომსახურე სერვერსაც გადეცა და ბანკომატების ნორმალური მუშაობა მოშალა. ამ დარღვევამ დამნაშავეებს საშუალება მისცა, უკანონოდ მოეხსნათ და გაეტაცებინათ 133 მილიონი დრამი (დაახლოებით $ 280).
ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უკვე დადგენილია ამ დანაშაულის ჩამდენი სამი უცხოელი მოქალაქის ვინაობა.
მათ ბრალად წაუყენეს ანგარების მიზნით კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მიღება, დამუშავება, გამოყენება და მავნე პროგრამების გავრცელება, განსკუთრებულად დიდი მოცულობის ძარცვა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით და დანაშულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაცია. მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.